შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სხვა-ამბები

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

ღია ბოსტნეული და ქართული ტრადიციული პროდუქტები იმუნიტეტის გასაძლიერებლად
კოვიდის ახალი შტამების გავრცელების ფონზე, ექსპერტები კვლავ ხაზს უსვამენ იმუნიტეტის გასაძლიერებელ ფაქტორებს. ქართული ტრადიციული კვება და სწორი რეჟიმი რჩება მნიშვნელოვან თავდაცვის ღონისძიებად.
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: ივლისი 28, 2026
გაზიარება
გაზიარება

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული – H1N1 და H1N2 შტამები ცირკულირებს; ხოლო უკანა პლანზეა – COVID-19.

მედიკოსების ინფორმაციით, რისკ ჯგუფებში ბავშვები და მოხუცები არიან. მათივე განმარტებით, აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება. სპეციალისტები ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი ამ დროისთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

„ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც“, – ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსები, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ამბობს, რომ ამჟამად გავრცელებული გრიპის ვირუსები – H1N1 და H1N2 – მომავალ კვირებში კიდევ უფრო აქტიურად გავრცელდება და მეტი ყურადღება გვმართებს რისკჯგუფებში შემავალი პირების მიმართ.

ჩხაიძის ინფორმაციით, გაორმაგებულია გრიპის ვირუსის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევები და თუკი 49-ე კვირაში 16 % იყო, ორ კვრაში მაჩვენებელმა 27%-ს მიაღწია.

„ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.

„ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა თუ გვაქვს, თავი უნდა შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვრცელდება ომიკრონის ახალი ქვეშტამი – JN. აშშ-ის ზოგიერთ შტატში, კლინიკებში, პირბადეების ტარების სავალდებულო წესიც დააბრუნეს.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

ესპანეთის ხუთ რეგიონში გრიპისა და COVID-19 შემთხვევების ზრდის გამო პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში „კოვიდის” შემთხვევები გაიზარდა. სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ.

გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდის ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

READ  Რომელი ბოსტნეული არ შეიძლება დათესოთ ერთმანეთის გვერდით

„ეს არის კოვიდის ახალი შტამი. სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად ვრცელდება. იგივე მაჩვენებლები ახასიათებს, რაც ომიკრონს. სამწუხაროპდ, დღეს საქართველოში ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი არის სამედიცინო პირბადე, დისტანცია, თუ ხართ ავად, უნდა იყოს სახლში. სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ვირუსის შესაჩერებლად“, – განაცახდა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, JN.1 ძირითადად ემუქრება ბავშვებსა და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს და მისგან თავდაცვის ერთადერთ საშუალებას ვაქცინაცია წარმოადგენს.

„ძალიან მძიმე სიტუაციაა… საქართველოში ამ სიმწარეს იგრძნობენ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში. JN.1-ის სწრაფი გავრცელების გამო, საავადმყოფოების გადავსების საფრთხე საქართველოშიც არსებობს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია – JN.1-ის სწრაფად გავრცელების შესახებ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ „მაჩვენებლები მაღალი არ არის“, საშიშად არ მიიჩნევა და არც განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს.

„ძირითადად ცირკულირებს არის A ტიპის ვირუსი – H1, პანდემიური და მეორე ადგილზე, შედარებით ნაკლები ინტენსივობის, ეს არის H3, ესეც A ტიპის ვირუსს მიეკუთვნება. H1-ს და H3-ს ერთი და იგივე სიმპტომები აქვს, –  მაღალი ტემპერატურა – 38 და მეტი, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი. რისკის ჯგუფები იგივეა, რაც ვაქცინაციის დროს – ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები და 65 წელს გადაცილებული პირები ქრონიკული დაავადებებით.

რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება – ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში – გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში.

„მიუხედავად იმისა, რომ იანვრის პირველ კვირას სეზონური გრიპის შემთხვევების მატება გვაქვს და ჯერ აღმავალი მრუდია, საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს თუ გადახედავთ, ბოლო მაჩვენებელი არის კალენდარული 51-ე კვირა და გრიპი გახდა დომინანტური ვირუსი. 49-ე კვირას ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ხვედრითი წილი იყო 16%, ახლაა 26%. ზრდა ნამდვილად არის. ამინდსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და, სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდის განმავლობაში, აციების კვალდაკვალ, შემთხვევები მოიმატებს, თუმცა, გრიპის თვალსაზრისით, ალბათ ისეთი აქტიური პერიოდი არ იქნება, როგორც 2022-2023 წლის სეზონში იყო. სხვა ვირუსებიც ცირკულირებენ ქვეყანაში, ეს არის რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. კორონავირუსი ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

READ  ფერისცვალება

JN.1 – SARS-CoV-2-ის ერთ-ერთია ვარიანტია, რომელიც COVID-19-ს იწვევს; COVID-19 კი, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, გართულებულ შემთხვევებში, ისევ იწვევს ადამიანების სიკვდილს.

JN.1 არის მუტაციის შედეგად წარმოშობილი მრავალი ვარიანტიდან ერთ-ერთი, მაგრამ დეკემბრიდან უკვე აკვირვებს მსოფლიოს – გავრცელების სისწრაფით და არცთუ სახარბიელო პროგნოზები კეთდება.

დეკემბრის შუა რიცხვებში JN.1 უკვე აღირიცხებოდა ინდოეთში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. ქვეყნების რიცხვი თანდათან სულ უფრო იზრდება.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ აშშ-ს კოვიდის ახალმა ტალღამ შეუტია, მას შემდეგ, რაც JN.1 დომინანტ შტამად იქცა.

დეკემბრის დასაწყისის მონაცემებით, გავრცელების მაჩვენებელი 15-29%-ს შეადგენდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) სტატისტიკით, 25 დეკემბრამდე ერთი კვირის ფარგლებში, კოვიდის გამო საავადმყოფოში 29 000 ადამიანი მოხვდა. იტყობინებიან ერთ კვირაში საშუალოდ 1400 დაღუპულის შესახებ. ეს მაჩვენებლები ჩამოუვარდება გასული წლის იმავე პერიოდის სტატისტიკას.
CDC-ის დირექტორი მენდი კოენი „ვაშინგტონ პოსტს“ ეუბნება, რომ რესპირატორული ინფექციებიდან ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე კვლავ კოვიდს ეწირება და სუსტად მიმდინარე კოვიდსაც კი შეუძლია ჯანმრთელობის დამაზიანებელი მთელი რიგი პრობლემების გამოწვევა – გახანგრძლივებული ე.წ. ლონგ კოვიდის სახით. მთელ რიგ კლინიკებში სავალდებულო წესით დააბრუნეს პირბადის ტარება და ეს წესი სრულად მოიცავს, მაგალითად, ლოს-ანჯელესს.

საერთო დათვლებით, აშშ-ში სეზონური გრიპის შემთხვევები სჭარბობს კოვიდისას, თუმცა ამ ვირუსების ერთდროული ცირკულირება საავადმყოფოების პერსონალისთვის პრობლემებს ქმნის და, მაგალითად, მინესოტოს შტატის ქალაქ მინეაპოლისში – პედიატრიულ განყოფილებებში ადგილები თითქმის შევსებულია. საავადმყოფოები ერთმანეთთან კოორდინაციით, გეგმავენ, თუ როგორ გამოყონ ბავშვებისთვის ადგილები ზრდასრულთა განყოფილებებში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით:

განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ 65 წელზე ხნიერი და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები; ბოლო კვირებში 16%-ით გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და განსაკუთრებით – ხსენებულ ასაკობრივ ჯგუფში. ბოლო კვირებში 10%-ით გაიზარდა COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები; ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ დღეს მოქმედი [თანდათან განახლებული] ვაქცინები, ტესტები და სამკურნალო საშუალებები კარგად მუშაობს JN.1-ის შემთხვევაშიც; საჭიროა ვაქცინაცია მათთვის, ვისაც გასული წლის შემოდგომაზე არ გაუკეთებია ვაქცინა. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, ვაქცინების ბოლო განახლებული ვარიანტი ამერიკელების 19%-ზე მეტს არ გაუკეთებია „ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვირუსი უფრო არ გაძლიერდეს და უფრო მოუხელთებელი არ გახდეს“, – ეუბნება „ვაშინგტონ პოსტს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის უფროსი მრჩეველი, ეპიდემიოლოგი.

READ  ლიმონი - იმუნიტეტის ბუსტერი

აშშ-ში ერთ-ერთ დიდ გამოწვევად მიიჩნევა იზოლაციის წესის დარღვევა, როდესაც ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, მაგრამ გარეთ გადის და სხვა ადამიანებსაც აინფიცირებს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში JN.1-ის შესახებ ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე, „გლობალურ დონეზე დამატებითი რისკი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის შეფასებულია როგორც დაბალი“, თუმცა ტექსტში ასევე მითითებულია, რომ თავდაპირველად JN.1-ს თვალს ადევნებდნენ როგორც BA.2.86-ის ქვეშტამის ნაწილს, მაგრამ მუტაციის თავისებურებებისა და სწრაფი გავრცელების უნარის გათვალისწინებით, ის უკვე დასაკვირვებლადაც ცალკე გამოიყო.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

იხილეთ ასევე

  • „ამერიკაში კოვიდის კუთხით ვერ არის საქმე კარგად …“
  • პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა…
  • „პოსტკოვიდი გულსისძარღვთა სისტემას ანადგურებს…“
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ბრინჯი -ყველაზე სასარგებლო ბურღულეული
რატომ უნდა მიიღოთ C ვიტამინით მდიდარი საკვები
Რა საფრთხეს შეიცავს წყლის ორჯერ ადუღება
შეიხედეთ მედია მაგნატის, ოპრა უინფრის საოცარ სახლში – ციკლიდან ცნობილი ადამიანების სახლები
გთავაზობთ ქოლესტერინის დამწევ 7 საკვებ პროდუქტს
TAGGED:გიორგი ფხაკაძევირუსიიმუნიტეტიკლინიკებიჯანმრთელობა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია ფაქტები, რომელიც 2023 წელს, მედიცინის ისტორიაში პირველად მოხდა ფაქტები, რომელიც 2023 წელს, მედიცინის ისტორიაში პირველად მოხდა
შემდეგი სტატია მარწყვის გამხმარი ყუნწები უფრო ღირებულია ვიდრე თავად კენკრა: არ გამოტოვოთ მათი შეგროვების შანსი ამ სეზონზე. მარწყვის გამხმარი ყუნწები უფრო ღირებულია ვიდრე თავად კენკრა: არ გამოტოვოთ მათი შეგროვების შანსი ამ სეზონზე.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?