ფენოვანი ცომი – უნივერსალური პროდუქტია. მისი საშუალებით უამრავი სხვადასხვა კერძის მომზადება შეიძლება. ჩვენ მოგიმზადეთ ფენოვანი ცომისგან დამზადებული 5 კერძის რეცეპტი, რომლებიც გულგრილს არ დაგტოვებთ.
1. სპირალური ნამცხვარი

ინგრედიენტები
- 500 გ ფენოვანი ცომი
- 150 გ ყველი (ან სხვა შიგთავსი
- ერთი კვერცხი
- სეზამი
მომზადება
- გააბრტყელეთ ცომი 0,5 სმ სისქეზე და დაჭერით 5 სმ სიგანის ზოლებად. სიგრძე რაც გრძელი იქნება, მით უკეთესი.
- ყოველი ზოლის შუაში ჩადეთ შიგთავსი.
- დაუმაგრეთ ნაპირები და დაალაგეთ სპირალისებურად საცხობ ფორმაზე.
- ღვეზელს ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ სეზამი.
- ღვეზელი გამოაცხეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, სანამ ცომი არ შეიბრაწება.
2. ფენოვანი ღვეზელი

ინგრედიენტები
- 500 გ ფენოვანი ცომი
- 500 გ ქათმის ფილე
- ერთი თავი ხახვი
- მარილი და პილპილი
მომზადება
- გააბრტყელეთ ცომი ნახევარი სანტიმეტრის სისქეზე და ჭიქით ამოჭერით წრეები.
- მოამზადეთ შიგთავსი. მოშუშეთ ქათმის ფილე, რომელსაც წინასწარ დაჭრით კუბებად.
- შიგთავსი ცომის წრეებზე მოათავსეთ და შემოახვიეთ ცომი. დააწყეთ საცხობ ფორმაზე, ნაკერით დაბლა.
- გამოაცხეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, ოქროსფრამდე.
3. ფენოვანი ,,მილები”

ინგრედიენტები
- ლითონის კონუსები გამოსაცხობად
- 500 გ ფენოვანი ცომი
- 0,5 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა
- 75 მლ ცხელი წყალი
- 225 გ შაქარი
- 2 კვერცხის ცილა
მომზადება
- თუ არ გაქვთ კონუსები, გააკეთეთ მუყაოსგან და ჩააფინეთ მასში პერგამენტი.
- გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქის ცომი ოთხკუთხედად და დაჭერით 8 ზოლად.
- ეს ზოლები გადაახვიეთ კონუსისებურად და გამოაცხვეთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
- სანამ მილები ცხვება, მოამზადეთ შიგთავსი. შაქარს მდუღარე დაასხით და აურიეთ. მასში ჩაასხით ლიმონმჟავა და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ქვაბის ფსკერზე ბუშტკები გაჩნდება.
- ათქვიფეთ ცილა და ნელა ჩაასხით ეროფში. ურიეთ 15 წუთი.
- როცა მომზადდება, მილებში კრემი ჩაასხით.
4. ფენოვანი ,,ყურები”

ინგრედიენტები
- 500 გ ფენოვანი ცომი
- შაქარი
- დარიჩინი
მომზადება
- გააბრტყლეთ ცომი 0,5 სმ სისქის ფირფიტებად.
- ცომს მოაყარეთ დარიჩინი და დაიწყეთ მარჯვენა ნაპირის გადახვევა შუა ნაწილისკენ, შემდეგ მარცხენის რულეტის სახით.
- დაჭერით ზოლებად – 0,5 სმ სისქის.
- ,,ყურები” პერგამენტიან საცხობზე დაალაგეთ.
- გამოაცხეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ოქროსფრამდე.
5. ფენოვანი ,,ბაფთები”

ინგრედიენტები
- 500 გ ფენოვანი ცომი
- შაქრის პუდრა
მომზადება
- გაბრტყელეთ ცომი 0,5 სმ სისქის ფენად და დაჭერით ზოლებად – სიგრძით 10 სმ, სიგანით 3-4 სმ.
- ყოველი ზოლი გადაგრიხეთ შუაში ისე, რომ ბაფთა გამოვიდეს.
- გამოაცხეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ოქროსფრამდე.
- ,,ბაფთებს” მოაყარეთ პუდრა.
მოამზადეთ ნებისმიერი ამ სიიდან და მოუყევით ამ რეცეპტების შესახებ თქვენს მეგობრებს!
📌 ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSupra.ge. 5 გასაოცარი საკვები ფენოვანი ცომისგან – ეს ძალიან მოგეწონებათ [Internet]. თბილისი: Shenisupra.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenisupra.ge/5-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%95/
shenisupra.ge


