ტორტი ვაშლით

0
59
#post_seo_title

ეს ტორტი, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ, დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ის მზადდება ტაფაზე ყოველგვარი ცხიმის გარეშე,

ტორტი გამოდის ძალიან გემრიელი. უბრალოდ დაჭრილ ვაშლს უნდა დაასხათ ცომი და დესერტიც თითქმის მზად არის.

ინგრედიენტები

  • 2 ცალი ვაშლი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 350 მლ რძე
  • 200 გ ფქვილი
  • 13 გ საფუარი
  • 15 გ სიმინდის სახამებელი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიე ერთმანეთს 2 კვერცხი, 100 გ შაქარი და ვანილი. ათქვიფე საშუალო სიჩქარეზე. ჩაასხი 100 მლ რძე და კვლავ ათქვიფე.

ტორტი ვაშლით

2. ამ მასაში ჩაყარე  ფქვილი და ფრთხილად ათქვიფე სათქვეფით. დაამატე საფუარი და მოზილე სქელი ცომი.

ტორტი ვაშლით

3. გარეცხე ვაშლი, ამოაჭერი გული და დაჭერი პატარა კუბებად. ვაშლი მოათავსე ტაფაზე (28 სმ დიამეტრის) ერთ ფენად. შემდეგ დაასხი ცომი.

ტორტი ვაშლით

4. კრემის მოსამზადებლად პატარა ქვაბში ერთმანეთს შეურიე კვერცხი, შაქარი და სახამებელი. ჩაასხი დარჩენილი რძე და დადგი დაბალ ცეცხლზე. თან განუწყვეტლივ ურიე. მიიყვანე გასქელებამდე და გადმოდგი.

ტორტი ვაშლით

5. გადაიტანე მასა საკონდიტრო პაკეტში და ცომს მოასხი ზემოდან. ტაფა დადგი საშუალო ცეცხლზე, დააფარე ხუფი და აცხე 25 წუთი. როცა ვაშლის ტორტი გაცივდება, მოაყარე ზემოდან შაქრის პუდრა.

ტორტი ვაშლით

ამ დესერტს ძალიან უხდება სახლში მომზადებული ნაყინი. ეცადე გამოაცხო ტორტი და შთაბეჭდილებები  გაგვიზიარე კომენტარებში!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები