მეგობრებთან ერთად ხმაურიანი თავშეყრა წარმოუდგენელია პიცის გარეშე. ყველას მოსწონს პიცა მაგრამ მისი გამოძახება და მისი ლოდინი ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივ პერიოდად იქცევა ხოლმე.
პიცა შეგიძლიათ მოამზადოთ თავად, სულ რაღაც 12-15 წუთში
ინგრედიენტები
წყალი 300 მლ
ხორბლის ფქვილი 500-650 გ
მზესუმზირის ზეთი 2-3 ს.კ.
მარილი, შაქარი, საფუარი
კეტჩუპი 2 ს.კ.
მაიონეზი 2 ს.კ.
მდოგვი 1 ჩ.კ.
შავი პილპილი
მაგარი ყველი 200 გ
ბეკონი 100გ
შაშხი 100 გ
სიმინდი 100 გ
კიტრი 50 გ
ბულგარული წიწაკა 1 ც
მომზადება
- ღრმა ჭურჭელში აურიეთ საფუარი ფქვილთან, დაამატეთ მარილი და შაქარი. ნელ-ნელა დაუმატეთ წყალი და მოზილეთ ცომი, იქამდე, სანამ ხელებზე მოწებებას არ შეწყვეტს.
- წაუსვით ცომს მზესუმზირის ზეთი და კვლავ მოზილეთ. მშრალი ცომი გადაიტანეთ ჭურჭელში, დაახურეთ თავზე და სითბოში დატოვეთ.
- გარეცხეთ და გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა, დაჭერით წვრილ ნაჭრებად, ასევე კიტრი, ბეკონი და შაშხი. მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყველი.
- მოამზადეთ სოუსი: აურიეთ ეტჩუპი, მაიონეზი, მდოგვი, პროვანსული ბალახი თუ მოგეპოვებათ და შავი პილპილი.
- ღრმა ჭურჭელში აურიეთ დაჭრილი კიტრი, წიწაკა, შაშხი, ბეკონი და დაკონსერვებული სიმინდი.
- გაბრტყელეთ ცომი თხლად, წაუსვით სოუსი და დააწყვეთ მასა.
- ფრთხილად დაახვიეთ ცომი რულეტის მსგავსად, დაჭერით პორციებად, დაახეხეთ ყველი და პერგამენტიანი ლანგრით შედგით ღუმელში.
180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში პიცა 12-15 წუთი გააჩერეთ. ვიზუალიზაციისთვის გთავაზობთ ვიდეოს:
შეგიძლიათ ყველი შიგთავს თავიდანვე დაუმატოთ. მიიტანეთ სუფრასთან ტომატის წვენთან ერთად.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi