საზამთრო და ნესვი – გვიანი ზაფხულის უნიკალური ხილია, რომელიც შეიცავს დიდი ოდენობით წყალს და ვიტამინებს.
ორივე ხილი ორგანიზმს ხელს უწყობს ტოქსინების გამოყვანაში და იმუნიტეტის გაძლიერებაში. სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ მოიძიოთ ეს პროდუქტები, გთავაზობთ მათი მეშვეობით ჯანსაღი დესერტის დამზადებას,

დაგჭირდებათ:
Sheni Network
ნაყინის ბურთულების ამოსაღები ხელსაწყო და 1/4 – საზამთრო, 1/2 – ნესვი, 30 გრ. თაფლი, 30 გრ. პიტნა
ამოიღეთ თანაბარი რაოდენობის ბურთულები საზამთროდან და ნესვისგან. საზამთროს ზედაპირზე მყოფი კურკები ამოაცალეთ. ბურთულების ზუსტად ნახევარი ამოავლეთ თაფლში, დანარჩენებს კი ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი პიტნა. აურიეთ ბურთულები ერთმანეთში და გემრიელად მიირთვით.
სტატიის ციტირება
შენი სუფრა. როგორ მოვამზადოთ საზაფხულო ჯანსაღი დესერტი [Internet]. თბილისი: Shenisupra.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 11]. ხელმისაწვდომია: https://shenisupra.ge/%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98/
shenisupra.ge

