ხაჭოს ღვეზელი ტაფაზე, იგივე ხაჭაპური

0
45
#post_seo_title

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ხაჭოს ღვეზელი იგივე ხაჭაპური

ხაჭოს ღვეზელი ტაფაზე, ხაჭაპურის ალტერნატივაა, რეცეპტი ნებისმიერ სიტუაციაში გიხსნით: როცა ცოტა დრო გაქვთ, გაზქურა არ მუშაობს ან აგარაკზე ხართ. ამზადებთ საფუარის გარეშე, მაგრამ ყოველთვის რბილი და ფუმფულა გამოდის.

შიგთავსისთვის გამოგადგებათ ხაჭოც და ყველიც. რეკომენდირებულია ჰოლანდიური. წარმატება ამ კერძს ნამდვილად გარანტირებული აქვს!

ინგრედიენტები: ხორბლის ფქვილი 5 ჭიქა, კეფირი 500მლ. მზესუმზირის ზეთი 130მლ, მარილი 1 ჩ.კ. კვერცხი 3ც. სოდა 1 ჩ.კ. ხაჭო 200გ. ყველი 200გ
მომზადება

კეფირს დაუმატეთ 50მლ მცენარეული ზეთი, 1 კვერცხი და მარილი. კარგად აურიეთ და ცოტახანი ცეცხლზე გაათბეთ, მორევა განაგრძეთ.

ხაჭოს ღვეზელი ტაფაზე, იგივე ხაჭაპური

თბილ მასაში დაუმატეთ 3 ჭიქა ფქვილი, აურიეთ ჩანგლით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ხაჭოს ღვეზელი ტაფაზე, იგივე ხაჭაპური

დარჩენილი 2 ჭიქა ფქვილი გააბრტყელეთ და აურიეთ სოდასთან. აბრტყელეთ იქამდე, სანამ ფქვილი მთლიანად არ შეიწოვება ცომში.

ხაჭოს ღვეზელი ტაფაზე, იგივე ხაჭაპური

დაამრგვალეთ და შეახვიეთ პირსახოცში, დატოვეთ 10 წთ. ამ დროის განმავლობაში სოდასთან რეაქციით კეფირის ცომი შერბილდება და ელასტიურ ფორმას მიიღებს.

მოამზადეთ შიგთავსი: ყველი გახეხეთ, აურიეთ ხაჭოსთან და 2 კვერცხთან ერთად. კარგად აურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეგიძლიათ მოაყაროთ მარილი.

ხაჭოს ღვეზელი ტაფაზე, იგივე ხაჭაპური

ცომი კვლავ გააბრტელეთ და 10 წუთი დატოვეთ.

გაყავით რამდენიმე ტოლ ნაწილად, იმის მიხედვით თუ რამდენი ღვეზელის მიღება გსურთ. ეს ნაწილები დაამრგვალეთ და 5 წთ დატოვეთ.

ხაჭოს ღვეზელი ტაფაზე, იგივე ხაჭაპური

თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და ცენტრში შიგთავსი მოათავსეთ. დაახვიეთ ხინკლის მსგავსად. ნაკერით დაბლა დადეთ და 5 წთ დააცადეთ.

ხაჭოს ღვეზელი ტაფაზე, იგივე ხაჭაპური

გააბრყელეთ სისქით 1 სმ. რომ მიიღოთ.

ხაჭოს ღვეზელი ტაფაზე, იგივე ხაჭაპური

შეწვით ტაფაზე მცენარეულ ზეთში საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან ვარდისფერ შეფერილობამდე.

ხაჭოს ღვეზელი ტაფაზე, იგივე ხაჭაპური

გამოგადგებათ როგორც საუზმეზე, ისე სადილზე და ვახშამზე. მიირთვით თბილი.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები