ხაჭოს ნამცხვარი

0
76
#post_seo_title

ნამცხვრის ცხობის პროცესს ბევრი დრო მიაქვს, ამიტომ დიასახლისები ხშირად ამზადებენ ცივ დესერტს ცხობის გარეშე. ისინი საკმაოდ მარტივად მზადდება და ძალიან გემრიელი გამოდის. ერტ-ერთი ასეთ დესერტია ხაჭოს ნამცხვარი

ხაჭოს ნამცხვარი, რომლითაც ყველა აღტაცებაში მოდის, მათ შორის ისინიც, ვისაც ხაჭო არ უყვარს.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ ხაჭო
  • 180 გ ლიმონის ჟელე
  • 750 მლ წყალი
  • ერთი ჭიქა ნაღები
  • 60 გ შაქრის პუდრა
  • 100 გ ორცხობილა
  • 90 გ ჟელატინი
  • 300 გ დაკონსერვებული ატამი

მომზადება

1. აადუღე 400 მლ წყალი, ჩაყარე მასში ლიმონის ჟელე და გახსნამდე კარგად აურიე. დატოვე გასაციებლად.

2. დიდ ჯამში მოატავსე ხაჭო. მასში თბილი ჟელე ჩაასხი. კარგად აურიე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებ.

3. ღრმა ჯამში მოათავსე კარგად გაციებული ცხიმიანი ნაღები. ჩაამატე შაქრის პუდრა. კარგად ათქვიფე მიქსერით. თქვეფის სიჩქარე თანდათან ზარდე.

4. ათქვეფილი ნაღები გადაიტანე ხაჭოს მასაში და შეურიე. შემდეგ გამოიყენე მიქსერი – დაბალ სიჩქარეზე.

5. მოამზადე კვადრატული ფორმა ზომით 24/24-ზე. წაუსვი კარაქი და ჩააფინე პერგამენტის ქაღალდი. ის კედლებზეც უნდა გადმოეფინოს. ფსკერზე დაალაგე ორცხობილა.

6. ზემოდან მოათავსე ოდნავ გამყარებული ხაჭოს მასა. მოასწორე ზედაპირი და შედგი მაცივარში.

7. აადუღე 350 მლ წყალი და დაასხი ერთ პაკეტ ნებისმიერ გამჭვირვალე ჟელეს. კარგად აურიე გახსნამდე და დააყოვნე, რათა მსუბუქად შესქელდეს.

8. ჩისქეიქი გამოიღე მაცივრიდან. ხაჭოს მასაზე მოათავსე ატმის ნაჭრები. მოასხი ჟელე და შედგი კვლავ მაცივარში მინიმუმ 2 საათით.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები