მოამზადეთ უგემრიელესი ყველის ტარტი
ყველის ტარტი კარგი გადაწყვეტილებაა, როცა მსუბუქი დესერტი გსურთ. რბილი შიგთავსი მას განუმეორებელ გემოს სძენს. ამასთან ის ძალიან ლამაზია და სადღესასწაულო სუფრასაც უხდება.
ინგრედიენტები: ხორბლის ფქვილი 250გ, კომში 3ც. კვერცხი 4ც. ნაღების კარაქი 125გ. შაქარი 170გ. ლიმონი 1ც. ყველი რიკოტა 400გ. ნაღები 200მლ. წყალი 1 ჭიქა. მარილი და თაფლი 2 ს.კ.
მომზადება
- მოაყარეთ ფქვილს მარილი და მოათავსეთ ღრმა ჯამში. დაამატეთ 1 ს.კ. შაქარი და მოზილეთ. დაახალეთ 1 კვერცხი, მოამზადეთ ცომი, გადაახვიეთ საკებისთვის განკუთვნილი ქაღალდი და მაცივარში 1 საათით მოათავსეთ.
- დაჭერით კომში, დაამატეთ 50გ შაქარი, 3ს.კ. წყალი და 1 ლიმნის წვენი. როცა სითხე ადუღდება, მოუკელით ცეცხლს და თავდახურულ მდგომარეობაში 15 წთ ხარშეთ.
- აურიეთ ნაღები 100გ შაქართან, ყველთან, 3 კვერცხთან და 1 ლიმნის ქერქთან. ათქვიფეთ მიქსერში ერგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაყარეთ მაგიდაზე ფქვილი, მოათავსეთ ცომი და გააბრტყელეთ. 24 სმ დიამეტრის მქონე ჭურჭელში მოათავსეთ, გვერდებს ფორმა მიეციეთ, ცოტა მოჭერით.
- გახვრიტეთ ცომი რამდენიმე ადგილას ჩანგლით. დაადეთ პერგამენტში გახვეული სიმძიმე. გამოაცხვეთ 12 წთ გაზქურაში 180 გრადუსზე. მოაშორეთ სიმძიმე და კიდევ 3 წუთი აცხვეთ.
- მოათავსეთ ყველის მასის ნახევარი, შემდეგ კომშის ნაწილი და კრემის მეორე ნახევარი. დარჩენილი კომშით ზევიდან წრიულად მორთეთ. გამოაცხვეთ ის გაზქურაში 180 გრადუსზე 35-40 წუთით.
- თაფლი ცოტა გაათბეთ და გაციებულ ტარტზე გაანაწილეთ.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi