ქათმის წვნიანი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. თუმცა ბევრ ადამიანს, ზრდასულსა თუ ბავშვს – ნაკლებად მოსწონს ის.
ქათმის წვნიანი მიუხედავად იმისა რომ ძალიან სასარგებლოა უმრავლესობა მშრალი კერძის მირთმევას ამჯობინებს. ჩვენ შემოგთავაზებთ ისეთი ქათმის სუფის რეცეპტს, რომლის გასინჯვის შემდეგ სრულად შეიცვლით აზრს წვნიან კერძზე.
ინგრედიენტები
- 700 გ ქათმის ბარკალი
- ასი გ სტაფილო
- ნახევარი კგ კარტოფილი
- ორი ს. კ. ზეთი
- ასი გ მაგარი ყველი
- 70 გ წვრილი ვერმიშელი
- 3 ლ წყალი
- 150 გ ხახვი
- 50 გ კარაქი
- ასი გ ფქვილი
- ერთი ცალი კვერცხი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
Sheni Network
- ქათმის ბარკალი გარეცხე, დაასხი წყალი, წამოადუღე და მოხადე ქაფი. ხარშე 40 წუთი.

- შეურიე ერთმანეთს დარბილებული კარაქი, კვერცხი, ფქვილი, გახეხილი ყველი და ცოტა მარილი. მოზილე ყველის ცომი და მოამზადე მისგან პატარა ბურთულები.

- ბოსტნეული გაფცქვენი და დაჭერი კუბებად. სტაფილო და ხახვი მოშუშე ზეთში 5-7 წუთის მანძილზე.

- ხორცი ამოიღე ბულიონიდან და ჩაყარე მასში მოშუშული ბოსტნეული და კუბებად დაჭრილი კარტოფილი. როცა წამოდუღდება – ყველის ბურთულები და მარილი. ხარშე 15 წუთი.

- ხორცს გამოაცალე ძვლები და დააბრუნე ბულიონში. ჩაამატე ვერმიშელიც და ხარშე 5 წუთი.

გადმოდგი და მოაყარე დაჭრილი მწვანილი გემოვნებით. უგემრიელესი წვნიანი მზად არის! შეგერგოთ!
გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს!
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები
სკანირება
QR კოდი
shenisupra.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სუფრა. (2026). ქათმის წვნიანი ყველის ბურთულებით. 2 აგვისტო, 2026. https://shenisupra.ge/ქათმის-წვნიანი/
სტატიის ციტირება
შენი სუფრა. ქათმის წვნიანი ყველის ბურთულებით [Internet]. თბილისი: Shenisupra.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://shenisupra.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98/
shenisupra.ge
