როგორ მოვამზადოთ სკუმბრიას სალათი

0
54
#post_seo_title

გირჩევთ მოამზადოთ მსუბუქი სკუმბრიას სალათი. სხვა კარტოფილის შემცველი სალათებისგან განსხვავებით, ეს კერძი ცივად უნდა მიირთვათ.

სკუმბრიას დალათი პიკანტური შეკმაზვის და მრავალფეროვნების მეშვეობით  უპრობლემოდ დაგანაყრებთ მთელი დღის მანძილზე.

კერძის მთავარი ღირებულება თევზია.

ინგრედიენტები: სკუმბრია 1ც, კარტოფილი 500 გ, ბარდა 100 გ, ნიორი 2 კბილი, პომიდორი 200გ, მდოგვი 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი 2 ჩ.კ. ნაღების კარაქი 1ჩ.კ. ბალზამის ძმარი 1 ჩ.კ.

მომზადება

მოაჭერით სკუმბრიას თავი და კუდი. გაასუფთავეთ მთლიანად. გაჭერით ზურგზე. მოაცალეთ ქერქი და დაჭერით ნაჭრებად. გადაამოწმეთ, არ ჰქონდეს ფხები.

მოხარშეთ საშუალო ზომის ნორჩი კარტოფილი, გააცივეთ და დაჭერით 4 ნაწილად. პომიდორიც ასევე. ბარდა ნიორთან ერთად შეწვით ზეითუნის ზეთში 10 წუთით. ბოსტნეული ღრმა ჯამში მოათავსეთ.

როგორ მოვამზადოთ სკუმბრიას სალათი

1 კოვზ დიჟონის მდოგვს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და ბალზამის ძმარი. აურიეთ ინგრედიენტები და დაუმატეთ გამდნარი ნაღების კარაქი. მოასხით ბოსტნეულს.

აურიეთ სალათი, რამდენიმე წუთი დაუცადეთ, რომ შეიწოვოს. შემდეგ კერძს სკუმბრია დაუმატეთ და ისევ აურიეთ.

როგორ მოვამზადოთ სკუმბრიას სალათი

ეს მარტივი და ნოყიერი კერძია.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები