თუ ა, სეზონზე მარწყვი არ გიჭამიათ, კიდევ შეგიძლიათ მოასწროთ! მარწყვის სეზონი გადის, მაგრამ კენკრით გემრიელობების მომზადება ზამთრისთვისაც შეგვიძლია. წარმოგიდგენთ კომპოტს – მარწყვის მოჰიტოს, რომელიც მიმდინარე სეზონის სიცხეებში გემრიელად გააგრილებთ.
როგორ დავამზადოთ მოჰიტო
წარმოგიდგენთ მარტივ რეცეპტს. შეგიძლიათ პროპორციები გააორმაგოთ. ინგრედიეტები სამ ლიტრიან ქილაზეა გათვლილი.
ინგრედიენტები
- 500 გ მარწყვი
- 20 გ ლიმონი
- 10 გ პიტნა
- 300 გ შაქარი
- 3 ლ წყალი
მომზადება
გარეცხეთ მარწყვი და გაასუფთავეთ.
ქილაში ჩადეთ პიტნის ფოთოლი, 3 ლიმნის რგოლი და მარწყვი.
ჩაასხით მდუღარე წყალი ქილაში. დააყენეთ ნახევარი საათი.
ნახევარი საათის შემდეგ გაცერით და დაუმატეთ შაქარი. მოხარშეთ სიროფი სანამ არ ადუღდება და შემდეგ კიდევ 3 წთ.
მზა სიროპი ჩაასხით ქილაში და თავსახური მოუხუფეთ. შეფუთეთ პლედში და სრული გაციების შემდეგ შეინახეთ იმ დრომდე, სადამდეც გინდათ.
ასე დააზადებთ უალკოჰოლო მოჰიტოს, რომელზეც ყველა გიჟდება. კომპოტი იდეალურია წლის ცივ სეზონებზეც და ყინულიც უხდება. თუ გაყინავთ, ნატურალურ წვენს მიიღებთ – მაღაზიის ნაყინის ალტერნატივას.