თუ თქვენს ოჯახში ღვეზელები უყვართ, გაახარეთ ახლობლები და მოამზადეთ გემრიელი კერძი- კომბოსტოს ღვეზელი. ამ საოცარი რეცეპტით. ის მარტივად და სწრაფად მზადდება და გემრიელი და დამანაყრებელი გამოდის. მშვენიერი ვარიანტია ვახშმისთვის.
კომბოსტოს ღვეზელი გრმრიელთან ერთად ასევე, დიეტურია. გემო და სარგებელი ერთად!
ინგრედიენტები: 3 კვერცხი, 1 ჭიქა კეფირი, 3/4 ჭიქა ფქვილი, მარილი, პილპილი გემოვნებით, 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი, კომბოსტოს 1 მომცრო ღერო, სეზამის მარცვლები (სურვილისამებრ) კამა
მომზადება
- კომბოსტო წვრილად გახეხეთ. მსუბუქად მოთუშეთ ტაფაზე ნახევრად მომზადებამდე. დაამატეთ მწვანილი, მარილი, პილპილი, მაგრამ არ გადააჭარბოთ, მარილი ცომსაც უნდა დაემატოს.
- აურიეთ 1 კვერცხი, ფქვილი, კეფირი და გამაფხვიერებელი, ცოტაოდენი მარილიც. ცომი საშუალო სისქის უნდა გამოვიდეს. დარჩენილი 2 კვერცხი ათქვიფეთ ცალკე ჭურჭელში.
- მსუბუქად წაუსვით მცენარეული ზეთი გამოსაცხობ ფორმას, რომელშიც ღვეზელი უნდა გამოცხვეს. ჩაასხით მომზადებული ცომის ნახევარი, ზევიდან მოათავსეთ კომბოსტოს შიგთავსი, დაასხით კვერცხის მასა, შემდეგ ცომის მეორე ნაწილი. სურვილისამებრ მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
- გამოაცხვეთ გაზქურაში 200 გრადუს ტემპერატურაზე 20-30 წუთით.
მას განსხვავებული შიგთავსებით მოამზადებთ: კარტოფილის, თევზის, ხორცის, სოკოს… ყოველ ჯერზე რაღაც ახალი გამოგივათ.
Sheni Network
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
სტატიის ციტირება
შენი სუფრა. სწრაფად მოსამზადებელი კომბოსტოს ღვეზელი კეფირზე [Internet]. თბილისი: Shenisupra.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 11]. ხელმისაწვდომია: https://shenisupra.ge/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%94%e1%83%96%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98/
shenisupra.ge
