კაპრეზეს რეცეპტი რომელიც აუცილებლად უნდა მოინიშნოთ

0
94
#post_seo_title

ბევრს გაუგია ალბათ იტალიური სამზარეულოს კერძის – კაპრეზეს შესახებ. უბრალო პროდუქტების გემოვნებით შეხამება შეუდარებელ შედეგს იძლევა.

კაორეზეს მოსამზადებლად  იტალიური მოცარელა თავისუფლად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კრემ-ყველით. კერძი იმდენად მარტივია, რომ ყოველდღე შეგიძლიათ მოამზადოთ. საოცრად მიმზიდველია თვალისთვისაც.

ინგრედიენტები

  • 3 ცალი პომიდორი
  • 35 გ არაჟანი
  • ერთი ცალი კიტრი
  • ერთი კონა კამა
  • 150 გ კრემ-ყველი
  • ერთი კბილი ნიორი
  • ერთი ცალი ბულგარული წიწაკა
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. კრემ-ყველის მასას დაამატე წვრილად დაჭრილი კამა, არაჟანი, მარილი, პილპილი, პრესში გატარებული ნიორი და კარგად აურიე.

კაპრეზეს რეცეპტი რომელიც აუცილებლად უნდა მოინიშნოთ | შენი სუფრა

  1. წვრილად დაჭერი ბულგარული წიწაკა და კიტრი.

კაპრეზეს რეცეპტი რომელიც აუცილებლად უნდა მოინიშნოთ | შენი სუფრა

  1. პომიდორი დაჭერი რგოლებად და დაალაგე ქაღალდის ხელსახოცზე. ზემოდან მეორე ქაღალდი დააფინე და ასე შეაშრე.

კაპრეზეს რეცეპტი რომელიც აუცილებლად უნდა მოინიშნოთ | შენი სუფრა

  1. თითოეულ პომიდორს ზემოდან დაადე კრემ-ყველის მასა. დაალაგე დაჭრილი ბულგარული წიწაკა და კიტრი. მოაყარე წვრილად დაჭრილი კამა.

კაპრეზეს რეცეპტი რომელიც აუცილებლად უნდა მოინიშნოთ | შენი სუფრა

სურვილის მიხედვით, შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა არომატის მქონე ყველი, ეს პომიდორს განსხვავებულ გემოებს მიანიჭებს და დაგეხმარება აღმოაჩინო შენთვის საყვარელი კომბინაცია.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე

#pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  ქართული სალათა პომიდორითა და თხილით