სალათი “პატარძალი” – რეცეპტი

0
43
#post_seo_title

სალათი “პატარძალი” არაჩვეულებრივი სადღესასწაულო კერძია, რომელიც თავისი გემოთი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. მას მარტივად შეუძლია გადაფაროს ცნობილი ოლივიე და “შუბა”.

ალბათ გაინტერესებთ, რატომ ჰქვია მაინცდამაინც ეს სახელი. ამას მარტივი ახსნა აქვს. როცა მოამზადებთ, ის აუცილებლად პატარძლის თეთრ კაბას მოგაგონებთ, ჰაეროვანს. ასევე ის ძალიან ნაზია, მწარე არაფერი აქვს, მოკლედ უნდა გამოსცადოთ.

ინგრედიენტები

შებოლილი ქათმის ფილე 300გ
კვერცხი 4 ც
მდნარი ყველი 4ც
კარტოფილი 2 ც
ხახვი, მაიონეზი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ქათამი წვრილ ნაჭრებად.შეგიძლიათ შებოლილი ქათამი მოხარშულის ფილეთი ჩაანაცვლოთ.
  2. დაჭერით მზა კარტოფილი დიდ ნაჭრებად ღრმაა ჯამში, ყველი, კვერცხის გული და ცილა – წვრილად.
  3. იმისთვის, რომ სალათა ჰაეროვანი გამოვიდეს, ხახვი უნდა დაამარინადოთ. წვრილად დაჭერით დაასხით ცხელი წყალი და 1 ს.კ. ვაშლის ძმარი.
  4. სალათი ფენებად დაააწყვეთ და თითოეულს მაიონეზის ბადე დაახატეთ.
  5. თავდაპირველად ქათამი, შემდეგ ხახვი.
  6. მას მოსდევს კარტოფილი და არ დაგავიწყდეთ მაიონეზის წესი.
  7. შემდეგ კვერცხის გული და მდნარი ყველი.
  8. სულ ზევით კვერცხის ცილა.
სალათების უმრავსელობის მსგავსად, “პატარძალიც” მეორე დღეს უფრო გემრიელია. მაგრამ, 5 დღეზე მეტხანს მაცივარში ნუ შეინახავთ, ოჯახის წევრები მაინც მანამდე მოუღებენ ბოლოს.
სალათი "პატარძალი" - რეცეპტი
მასალის გამოყენების პირობები