უნაზესი ვაშლის ღვეზელი კარამელით

0
21
#post_seo_title

ამ სეზონზე ხშირად გროვდება მოძველებული ვაშლი, რომელსაც ძველი არომატი აღარ აქვს და ამიტომ მას ვიყენებთ სხვადასხვა დესერტში. ერთ-ერთი კარგი გამოსავალია ვაშლის ღვეზელის მომზადება. დღეს გთავაზობთ მის რამდენადმე განსხვავებულ რეცეპტს – კარამელით.

ინგრედიენტები

  • 230 მლ რძე
  • 4 ს. კ. ზეთი
  • ასი გ შაქარი
  • 600 გ ფქვილი
  • ორი ჩ. კ. დარიჩინი
  • 30 გ კარაქი
  • 200 მლ წყალი
  • ერთი ს. კ. საფუარი
  • ორი ცალი ვაშლი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • 180 გ ირისის კანფეტი

მომზადება

  1. წყალი და რძე მსუბუქად შეათბე. შეურიე ერთმანეთს, დაამატე ერთი ს. კ. შაქარი, საფუარი და მარილი. თანდათან დაამატე ფქვილიც. შემდეგ კი ზეთი. მოზილე ცომი.

უნაზესი ვაშლის ღვეზელი კარამელით

  1. ცომი დადგი თბილ ადგილას ერთი საათით.
  2. ვაშლი დაჭერი კუბებად და შეურიე დარიჩინი და ორი ს. კ. შაქარი.

უნაზესი ვაშლის ღვეზელი კარამელით

  1. როცა ცომი ამოვა, გაყავი ის 10 ნაწილად.
  2. თითოეული გუნდა გააბრტყელე თითებით და ცენტრში მოათავსე ვაშლის შიგთავსი , ჩაამატე ორ-ორი ცალი ირისის კანფეტი. შემდეგ მოუკარი პირი კარგად.

უნაზესი ვაშლის ღვეზელი კარამელით

  1. ცომის გუნდები გადაიტანე ცხიმმოსმულ საცხობ ფორმაზე და დატოვე 15 წუთით. როცა ცომი კვლავ ამოვა, წაუსვი ფუნთუშებს გამდნარი კარაქი და მოაყარე დარჩენილი შაქარი.

უნაზესი ვაშლის ღვეზელი კარამელით

  1. შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით. დარჩენილი ირისის და რძისგან მოამზადე კარამელი: შეათბე ისინი ერთად და ურიე გახსნამდე. სოუსი მოასხი მზა ღვეზელს.

ვაშლის ღვეზელი გამოდის ძალიან ფაფუკი და არომატული. მოამზადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

მასალის გამოყენების პირობები