პელმენი 10 წუთში ზედმეტი წვალების გარეშე

0
76
#post_seo_title

პელმენი ყველას უყვარს – დიდს თუ პატარას. თუმცა მისი მზადების პროცესი ხშირად მოსაბეზრებელია და დიდი დროც მიაქვს. ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს გამოსავალი სწრაფი პელმენის სახით. მთავარია გქონდეს ფარში და ყველაზე მარტივი საპელმენე ცომი.

ინგრედიენტები

  • 200 გ საქონლის ან სხვა ნებისმიერი ფარში
  • ერთი კბილი ნიორი
  • ერთი თავი ხახვი
  • ასი მლ წყალი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 125 გ ფქვილი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. თასში მოათავსე ნებისმიერი ხორცის ფარში. დაამატე დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ხახვი. შეანელე მარილით და პილპილით და კარგად აურიე.

პელმენი 10 წუთში ზედმეტი წვალების გარეშე | შენი სუფრა

2. ფარშისგან მოამზადე პატარა ბურთულები და მოათავსე ისინი თეფშზე.

პელმენი 10 წუთში ზედმეტი წვალების გარეშე | შენი სუფრა

3. ცალკე თასში ათქვიფე კვერცხი და დაამატე მარილი. შემდეგ დაასხი წყალი და დაამატე გაცრილი ფქვილი. კარგად აურიე. ცომი უფრო თხელი უნდა გამოვიდეს, ვიდრე ოლადების შემთხვევაში.

პელმენი 10 წუთში ზედმეტი წვალების გარეშე | შენი სუფრა

4. დიდ ქვაბში აადუღე წყალი, დაამატე მარილი, სურნელოვანი პილპილი და დაფნის ფოთოლი.

 

პელმენი 10 წუთში ზედმეტი წვალების გარეშე | შენი სუფრა

5. თითოეული ხორცის ბურთულა ჩაყურსე ცომში. ჩაყარე პელმენი მდუღარე წყალში და მოხარშე 5 წუთის მანძილზე.

პელმენი 10 წუთში ზედმეტი წვალების გარეშე | შენი სუფრა

ასეთი უჩვეულო პელმენით ყველა თქვენი ახლობელი თუ სტუმარი აღფრთოვანებული დარჩება. მოამზადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. შემდეგ კი ეს რეცეპტი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

READ  უმარტივესი კექსი, რომელიც ჩემს ბავშვობაში აღტაცებას იწვევდა.