ხაჭოს ღვეზელის გამოცხობა ღუმელში ნაზი და ჰაეროვანი ხაჭოს ღვეზელები

0
97
#post_seo_title

ხაჭოს ნებისმიერი კერძი გემრიელი გამოდის. ცხობისას კი ხაჭოანი ცომი სინაზეს და ჰაეროვან სტრუქტურას იძენს. ამიტომ გირჩევთ ხშირად გამოაცხოთ ხაჭოს ღვეზელი, რომლის რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ. მთავარია ყველა ინგრედიენტი იყოს ხარისხიანი. ხაჭოს ცხიმიანობა 9%-ს უნდა აღემატებოდეს, კარაქისა კი არ უნდა იყოს 80%ზე ნაკლები.

ხაჭოს ღვეზელის გამოცხობა ღუმელში ნაზი და ჰაეროვანი ხაჭოს ღვეზელები | შენი სუფრა

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ხაჭო
  • ასი გ შაქარი
  • ასი გ კარაქი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ნახევარი ჩ. კ. რძე
  • 350 გ ფქვილი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • ერთი ჩ. კ. ვანილის შაქარი
  • ერთი კვერცხის გული

მომზადება

1. ბლენდერის დახმარებით შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, ვანილის შაქარი, დარბილებული და დაჭრილი კარაქი, კვერცხი და შაქარი. მიღებულ მასას ჩააცერით ფქვილი  გამაფხვიერებელთან ერთად და მოზილეთ რბილი ცომი.

ხაჭოს ღვეზელის გამოცხობა ღუმელში ნაზი და ჰაეროვანი ხაჭოს ღვეზელები | შენი სუფრა

2. სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი და მასზე გააბრტყელეთ ცომი თხელი ფირფიტის სახით. ამოჭერით წრეები ჭიქის ან სპეციალური ფორმის დახმარებით.

ხაჭოს ღვეზელის გამოცხობა ღუმელში ნაზი და ჰაეროვანი ხაჭოს ღვეზელები | შენი სუფრა

3. წრეები დაალაგეთ ერთმანეთზე (4-5 ცალი) და გადაახვიეთ რულეტის სახით. შემდეგ გაჭერით შუაზე.

ხაჭოს ღვეზელის გამოცხობა ღუმელში ნაზი და ჰაეროვანი ხაჭოს ღვეზელები | შენი სუფრა

4. მრგვალ საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და დაალაგეთ მასზე გადაჭრილი რულეტები. წაუსვით ზემოდან კვერცხის გულისა და რძის ნარევი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

ხაჭოს ღვეზელის გამოცხობა ღუმელში ნაზი და ჰაეროვანი ხაჭოს ღვეზელები | შენი სუფრა

სურვილის მიხედვით, ხაჭოს ღვეზელი შეგიძლიათ მორთოთ შაქრის პუდრით ან ნაყინით. ძალიან უხდება არაჟანი და ათქვეფილი ნაღები. გემრიელად მიირთვით ჩაისთან ერთად!

გააზიარეთ რეცეპტი სოცქსელების საშუალებით სხვებისთვისაც!

READ  სცადეთ და მოამზადეთ დუშბარა და შეუერთდით მსოფლიოს ერთ-ერთ უგემრიელეს სამზარეულოს.