შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: აირჩიეთ რომელიმე ვარიანტი და მოამზადეთ ტრადიციული ინდაურის საცივი.
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
რეცეპტი

აირჩიეთ რომელიმე ვარიანტი და მოამზადეთ ტრადიციული ინდაურის საცივი.

აირჩიეთ რომელიმე ვარიანტი და მოამზადეთ ტრადიციული ინდაურის საცივი.
#post_seo_title
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: სექტემბერი 17, 2025
გაზიარება
გაზიარება
3.7K

 

ინდაურს გემრიელი და საკმაოდ რბილი ხორცი აქვს. აღსანიშნავია, რომ თუ ქათმებში გემოთი მამალს დედალი სჯობს, ინდაურებში პირიქით, მამალ ინდაურს ბევრი უპირატესობა აქვს დედალთან შედარებით. მამალი ინდაურის ხორცი უფრო რბილი და მსუქანია, ზომითაც და წონითაც იგი უფრო დიდია და ხორციც ბევრად უფრო გემრიელი აქვს. საქართველოში ინდაური უფრო საცივად არის მიღებული. სხვა ქვეყნებში კი მრავალი სახის კერძს ამზადებენ მისგან. უფრო მიღებულია შემწვარი ან მოხარშული საწებლით ან სატენით.

ინდაურის საცივი (პირველი ვარიანტი ) იმერულად

მასალად საჭიროა:

ინდაური 1 ცალი

ხახვი 400 გ.

ხმელი ქინძი 1 ს/კ.

ხმელი უცხო სუნელი 1 ს/კ.

ნიორი 1 თავი

წიწაკა, მარილი, დარიჩინი, ძმარი გემოვნებით

ზაფრანა 1 ს/კ.

კვერცხი 2 ცალი

ნიგოზი 400-500 გ.

მომზადება:

კარგად გარეცხილი მსუქანი ინდაური ჩავდოთ დიდი ზომის ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი იმდენი, რომ ინდაურს ფარავდეს. დაახლოებით 40 წუთის ხარშვის შემდეგ ამოვიღოთ ნახარშიდან, მოვაყაროთ მარილი გარედან და შიგნიდან. ჯერ კიდვ ცხელი ინდაური წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ. შეწვა გრძელდება კანის შეწითლებამდე.

 

შემწვარი ინდაური გადავიტანოთ ლანგარზე. მის ნახარშს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ 400 გრამი ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი. მოშუშულ ხახვს დავასხათ ნახარში და დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 10-15 წუთი. ნიგოზი გავატაროთ ორჯერ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ სანელებლები და შევურიოთ ბულიონში. ვადუღოთ 20 წუთი. გადმოვდგათ, შევაციოთ და შევურიოთ კარგად გათქვეფილი 2 ცალი კვერცხის გული და თან განუწყვეტლად ვურიოთ, რომ კვერცხი არ აიჭრას. შემწვარი ინდაური დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავაწყოთ საცივისთვის განკუთვნილ ჭურჭელში და დავასხათ საცივის საწებელი, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იქნება.

ინდაურის საცივი

(მეორე ვარიანტი)აჭარულად

მასალად საჭიროა:

ინდაური

ხახვი – 400 გრამი

ნიგოზი – 4 ჩაის ჭიქა

კვერცხი – 3 ცალი

ნიორი, წიწაკა, ხმელი სუნელი, მარილი – გემოვნებით

მომზადება:

გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური მოვათავსოთ ქვაბში და მთლიანად მოვხარშოთ. ნახარშს მოვხადოთ ცხიმი და ამ ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე დავნაყოთ ნიგოზი, ჩავალესოთ კვერცხის გული (ვლესოთ კარგა ხანს). შემდეგ ამაშივე ავურიოთ კარგად დანაყილი ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა და გავხსნათ ინდაურის ნახარშში. მოხარშულ ინდაურს მოვაყაროთ მარილი, გავაცივოთ, დავჭრათ და მოვასხათ გამზადებული, გაციებული წვენი.

READ  ორიგინალური რეცეპტი! საუკეთესო იდეა ყველა დროის!

 

ინდაურის საცივი

(მესამე ვარიანტი) გურულად

 

მასალად დაგჭირდებათ:

1 ინდაური,

½ ჩაის ჭიქა ძმარი,

200 გრ. ნიგოზი,

2-3 თავი ხახვი,

1 კბილი ნიორი,

1 ძირი ქინძი,

½ ჩაის კოვზი დარიჩინი,

3-4 მარცვალი მიხაკი,

წიწაკა და მარილი – გემოვნებით.

 

მომზადება:

გასუფთავებულ და გარეცხილ ინდაურს მოაყარეთ მარილი და შეწვით ღუმელში. ინდაურის თავ–ფეხი და კუჭ–ღვიძლი ცალკე ქვაბში ჩააწყეთ, დაასხით წყალი და მოხარშეთ.

ამ წვენიდან აიღეთ 3 ჩაის ჭიქა, აურიეთ შიგ ნახევარი ჩაის ჭიქა ძმარი, აადუღეთ, მერე მიუმატეთ დანაყილი ნიგოზი, დაკეპილი ხახვი, დანაყილი ქინძი, ნიორი, დარიჩინი, წიწაკა, მიხაკი, ერთად კარგად აურიეთ და აადუღეთ.

შემწვარი ინდაური დაჭერით ნაჭრებად, ჩააწყეთ ჭურჭელში, დაასხით ზედ მომზადებული ცხელი წვენი, დაახურეთ სახურავი, გააცივეთ და ისე მიიტანეთ მაგიდაზე.

 

FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

Contents
    • ინდაურის საცივი (პირველი ვარიანტი ) იმერულად
  • ინდაურის საცივი
    • (მეორე ვარიანტი)აჭარულად
  • ინდაურის საცივი
    • (მესამე ვარიანტი) გურულად
ყველა ბლინი ხელოვნების ნიმუშს ჰგავს. უკეთესი რეცეპტი ჯერ არ შემხვედრია.
დედაჩემის მეგობრის შვილმა ტიბეტიდან დღეგრძელობის საიდუმლო ჩამოიტანა! ბერები ყოველდღე ამ იაფფასიან ფაფას მიირთმევენ!…
ორცხობილა “ქრიზანთემა” თქვენს გულს ნამდვილად მოიგებს
ადრე მაღაზიაში ვყიდულობდი, ახლა ჩემით ვამზადებ!
კრემის, ცომისა და შოკოლადის კომბინაცია შთაბეჭდილებას მოახდენს ნებისმიერ გურმანზე. ჩემი საყვარელი ფრანგული დესერტი.
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია ზაფხულის ცხელ დღეებში ხილით მომზადებული დესერტებით გაგრილება ნამდვილად სასიამოვნოა, მითუმეტეს თუ მარტივად და სწრაფად მზა ზაფხულის ცხელ დღეებში ხილით მომზადებული დესერტებით გაგრილება ნამდვილად სასიამოვნოა, მითუმეტეს თუ მარტივად და სწრაფად მზადდება. უბრალოდ მოიმარაგეთ მარწყვი. აი რეცეპტი
შემდეგი სტატია იოგურტის ტორტი – ჰაეროვანი და ფაფუკი ბისკვიტით იოგურტის ტორტი – ჰაეროვანი და ფაფუკი ბისკვიტით
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?