შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: ნუშის უგემრიელესი რულეტი ჯემით!
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
რეცეპტი

ნუშის უგემრიელესი რულეტი ჯემით!

ნუშის უგემრიელესი რულეტი ჯემით!
#post_seo_title
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: ივლისი 14, 2026
გაზიარება
გაზიარება
436

ინგრედიენტები:

ბისკვიტი:

კვერცხი – 4 ც.

მარილი – დანის წვერით

შაქრის პუდრი – 4 ს.კ.

ლიმონის წვენი – 1 ჩ.კ.

ვანილი – 0.3 გრ. ან შაქრიანი ვანილი – 1 ჩ.კ.

მოხალული ნუში – 70 გრ.

ფქვილი – 4 ს.კ.

კრემი:

კარაქი – 100 გრ. (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული)

ნაღების ყველი – 100 გრ.

შაქრის პუდრი – 2-3 ს.კ. (გემოვნებით)

ვანილი – 0.3 გრ. ან 1 ჩ.კ. შაქრიანი ვანილი

ჟოლოს ჯემი – 100 გრ.

ან ცოცხალი ჟოლო – 100 გრ.

შაქარი – 2 -3 ს.კ. (გემოვნებით)

რომი ან ვისკი – 1 ჩ.კ. (არ არის სავალდებულო)

მოსართავად – ჟოლო, შაქრის პუდრი, პიტნა, შოკოლადის სიროფი ან შოკოლადის ფილა (50 გრ.) დაამატეთ 10-15 გრ. კარაქი და 5-7 ჩ.კ. რძე

მომზადება:

მოხალეთ ნუში საშუალო ცეცხლზე და შემდეგ გააგრილეთ. კარგად რომ გაგრილდება,  დააქუცმაცეთ რაც შეიძლება წმინდად – თითქმის ფქვილის სტრუქტურა რომ ქონდეს.

გაახურეთ ღუმელი 180 C -მდე

გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. 4 კვერცხის ცილა მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ სულ ცოტა მარილი და მაღალ სიჩქარეზე გათქვიფეთ მიქსერით 4-5 წუთის განმავლობაში. მასა გამოვა თეთრი, ჰაეროვანი და ამავე დროს შედარებით მყარი. დაამატეთ ლიმონისგან ახლად გამოწურული წვენი – 1 ჩ.კ. და განაგრძეთ მორევა. თანდათან დაამატეთ გაცრილი შაქრის პუდრი.  შემდეგ სათითაოდ დაამატეთ კვერცხის გული და განაგრძეთ მორევა კიდევ 3-4 წუთი.

გაცერით 4 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი, აურიეთ დაქუცმაცებული ნუშის მასას. შემდეგ ფქვილის მასის 1/2 დაამატეთ კვერცხის მასას და ამოურიეთ კვერცხის სათქვეფით, წრიული მოძრაობით. დაამატეთ დანარჩენი ფქვილის მასაც და ისევ წრიული მოძრაობით ამოურიეთ. ამით შეინარჩუნებთ ცომის ჰაეროვან მასას და ცომი არ ჩავარდება.

საცხობ დაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი. საცხობ ქაღალდზე გაშალეთ ცომი.  ფრთხილად და თანაბრად გადაანაწილეთ მასა ყველგან, რომ ერთნაირად გამოცხვეს ბისკვიტი.

შედგით ღუმელში 13-15 წუთით. რომ გამოცხვება, ქაღალდით, ფრთხილად აიღეთ ბისკვიტი და დადეთ მშრალ, სუფთა ზედაპირზე. ზემოდან დააფარეთ მეორე საცხობი ქაღალდი და ფრთხილად ამოატრიალეთ ბისკვიტი. ზემოდან, ფრთხილად მოაძრეთ საცხობი ქაღალდი (ქაღალდი არ გადააგდოთ). როდესაც ბისკვიტი ბოლომდე გაგრილდება, ისევ დააფარეთ ქაღალდი და ამოაბრუნეთ ბისკვიტი. შედარებით არათანაბარი ზედაპირი რულეტის შიგნით მოექცევა, გარედან კი ლამაზ, თანაბარ ზედაპირს მივიღებთ.

READ  როცა გემრიელი დესერტი მომინდება, ყოველთვის ვამზადებ ამ ტორტს. ძალიან მიყვარს ცხელ დღეებში ყავასთან ერთად.

კრემის მომზადება: ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი გათქვიფეთ მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე 4 წუთის განმავლობაში. დაამატეთ 2-3 ს.კ. შაქრის პუდრი და 1 ჩ.კ. შაქრიანი ვანილი ან 0.3 გრ. სუფთა ვანილის ფხვნილი. შემდეგ დაამატეთ ნაღების ყველი (ხშირად, ნაღების ყველს მდნარი ყველიც აწერია,  კარაქს რომ დაამატებთ ნაღების ყველს, კარგად მოურიეთ მიქსერით და უგემრიელესი კრემიც მზად არის.

წაუსვით კრემი გაგრილებულ ბისკვიტს (ანუ კრემს ვუსვამთ არათანაბარ ზედაპირზე, რომელსაც გადახვევის შემდეგ, შიგნით მოვაქცევთ) და დატოვეთ ასე 15 წუთის განმავლობაში – ბისკვიტი დარბილდება და შემდეგ უფრო ადვილი გახდება გადახვევა.

თუ ჟოლოს მზა ჯემი გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ პირდაპირ, თუ არადა 100-150 გრ. ცოცხალი ჟოლო ჩაყარეთ პატარა ქვაბში, დაამატეთ 2-3 ს.კ. შაქარი (გემოვნებით) და დადგით საშუალო ცეცხლზე. ჩაჭყლიტეთ ჟოლო კოვზით და თან პერიოდულად მოურიეთ. მიიღებთ თხევად მასას. სურვილისამებრ, დაამატეთ 1 ჩ.კ. რომი ან ვისკი. ჩაუწიეთ ცეცხლს და ქვაბი ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 6-8 წუთი, პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ. ბოლომდე რომ გაგრილდება ჟოლოს ჯემი, შეგიძლიათ ზემოდან გადაუსვათ კრემს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბისკვიტის კიდეებში არ წაუსვათ, რადგან, გადახვევის დროს თხევადი მასა კიდეებისკენ მიიწევს ისედაც, და ზედმეტი თუ მოგივიდათ, გარეთ გადმოვა.

ფრთხილად გადაახვიეთ რულეტი – შეეცადეთ რაც შეიძლება მჭიდროდ გადაახვიოთ, თუმცა ძალიან არ დააწვეთ ბისკვიტს, თორემ გაბრტყელდება და ფორმას დაკარგავს.

ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი (საცერით), მოასხით შოკოლადის სიროფი და მორთეთ ჟოლოთი და პიტნის ფოთლებით. თუ შოკოლადის სიროფი არ გაქვთ, წყლის აბაზანაზე გაადნეთ შავი შოკოლადის ფილა, დაამატეთ კარაქი  – კარგად რომ გადნება, მოურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ, მერე თანდათან დაამატეთ რძე ჩაის კოვზით მანამ, სანამ შედარებით თხელ კონსისტენციას არ მიიღებთ, რომ კოვზით შეძლოთ ბისკვიტის მორთვა.

იხილეთ ასევე

  • ნამცხვრის თხელი ფენა, ნაზი სუფლე და შოკოლადის მინანქარი მას გემრიელს და დახვეწილს ხდის.
  • ამ ჰაეროვანი დელიკატესის ადგილი მაგიდის ცენტრშია. არ შემიძლია თვალის მოწყვეტა.
  • კექსი ჩირით და თხილით
  • ეს დესერტი იმდენად მაცდურად გამოიყურება, რომ მასთან წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია! პირველივე ლუკმაზე შეგიყვარდებათ.
  • მარტივი ბანანის ბლინების (ფენქეიქების) მომზადება
READ  ტაფაზე მომზადებული ბრინჯის ღვეზელი

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

გიზიარებთ შესანიშნავი საუზმის რეცეპტს, რომელსაც ბავშვები ორი ყბით ილუკმებიან.
ყველა რეცეპტი ვცადე, მაგრამ ეს ნამდვილად სასწაულია! აუცილებლად თქვენი ფავორიტი გახდება!
ამ რეცეპტმა ყველას აღტაცება გამოიწვია. ეს ის შეთხვევაა, როცა საკუთარ ღუმელს გამოხსნი და ფაფუკ ღრუბელს აღმოაჩენ.
გემრიელად გამოიყურება. აუცილებლად მოვამზადებ და სხვა ხილსაც გამოვიყენებ.
ცნობილი ვლოგერის გამორჩეული რეცეპტი ექსკლუზიურად “შენისუფრისთვის” – Tatiana’s kitchen
TAGGED:ბისკვიტიდესერტინუშირეცეპტირულეტი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია თუ არ გაქვთ მილიონები მატისის ორიგინალური შედევრის შესაძენად, მოაწყვეთ სახლი მხატვრის ნამუშევრების ინსპირაციით - შთაგონე თუ არ გაქვთ მილიონები მატისის ორიგინალური შედევრის შესაძენად, მოაწყვეთ სახლი მხატვრის ნამუშევრების ინსპირაციით – შთაგონებისთვის გაეცანით ბლოგს
შემდეგი სტატია ფორთოხლის ქერქის მურაბა ფორთოხლის ქერქის მურაბა
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?