შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: დაიწყეთ დღე გემრიელი და ნოყიერი საუზმით!
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
რეცეპტი

დაიწყეთ დღე გემრიელი და ნოყიერი საუზმით!

დაიწყეთ დღე გემრიელი და ნოყიერი საუზმით!
#post_seo_title
ანა ჭელიძე
ავტორი
ანა ჭელიძე
გამოქვეყნებული: ოქტომბერი 4, 2025
გაზიარება
გაზიარება
952

კრუასანები.

რეცეპტით გამოდის 15 ცალი კრუასანი.

ფქვილი – 350 გრ. + მოზელვის დროს რაც დაგჭირდებათ

მარილი – 1 ჩ.კ.

საფუარი – 1.5 – 2 ჩ.კ.

შაქარი – 50 გრ. +2 ჩ.კ.

კარაქი – 250 გრ.

კვერცხის გული – 1 ც.

მომზადება:

კრუასანის ცომის მომზადებას დაახლოებით 5-7 საათი ჭირდება, შემდეგ მაცივარში კიდევ დაახლოებით 5-8 საათი უნდა გააჩეროთ – შესაბამისად, გათვალეთ დრო, თუ კრუასანის გამოცხობას გადაწყვიტავთ. გირჩევთ დაიწყოთ საღამოს 6-7 საათზე, შემდეგ მთელი ღამე მაცივარში გააჩერეთ.

პატარა ჭიქაში ჩაყარეთ საფუარი და დაამატეთ 2 ჩ.კ. შაქარი. დაამატეთ იმდენი თბილი წყალი, რომ ჭიქა სანახევროდ გაივსოს. წყალი არც ძალიან გრილი უნდა იყოს და არც ძალიან ცხელი, თორემ საფუარი არ გაფუვდება. დააფარეთ ჭიქას პატარა თეფში და გააჩერეთ 3 – 5 წუთის განმავლობაში.

მანამდე, ჯამში კარგად აურიეთ ფქვილი, შაქარი და მარილი – ისე, რომ ყველა ინგრედიენტი თანაბრად გადანაწილდეს. როდესაც საფუარიც გაფუვდება, დაამატეთ ფქვილის მასას. ასევე დაამატეთ იმდენი თბილი წყალი, რაც საჭირო იქნება ცომის შესაკრავად. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური – ოდნავ უნდა გეკრობოდეთ ხელებზე.

ცომი გადმოიღეთ მშრალ, სუფთა ზედაპირზე და ზილეთ 10 წუთის განმავლობაში.

შეახვიეთ ცომი ცელოფანში და შენახეთ მაცივარში 1 საათით. ამასობაში, გამოიღეთ კარაქი მაცივრიდან და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, სანამ ცომი მაცივარშია. 1 საათის შემდეგ, გამოიღეთ ცომი და გააბრტყელეთ დაახლოებით 50×60 სმ-ის ფართობზე, რაც შეიძლება თხელ ფენად.

გათხელებულ ცომს წაუსვით კარაქი და დაკეცეთ კონვერტივით. შეახვიეთ ცელოფანში  და შედგით მაცივარში 1 საათით.

1 საათის შემდეგ გამოიღეთ, გააბრტყელეთ ისევ რაც შეიძლება თხელ ფენად, შემდეგ გადაკეცეთ იგივენაირად,  თუმცა კარაქს აღარ ვამატებთ. შედგით მაცივარში ისევ 1 საათით. იგივე გაიმეორეთ კიდევ მინიმუმ 2-ჯერ, თუ დრო გექნებათ და 4-ჯერ გააკეთებთ კიდევ, უფრო კარგი იქნება.

ე.ი. თავდაპირველად, ახლად მოზელილ ცომს ვდებთ მაცივარში 1 საათით.

შემდეგ კარაქს ვუსვამთ, ვკეცავთ და ვაბრუნებთ მაცივარში 1 საათით.

შემდეგ ყოველი საათის გამოტოვებით, ვაბრტყელებთ, ვკეცავთ და ვაბრუნებთ მაცივარში მინიმუმ 4-ჯერ, სასურველია 6-ჯერ, თუ შეძლებთ.

READ  Ბულგარული წიწაკა ზამთრისთვის

შედგით ცომი მაცივარში და გააჩერეთ 5-8 საათის განმავლობაში (მთელი ღამე დატოვეთ მაცივარში).

შემდეგ, გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხელ ფენად. თუ კრუასანის საჭრელი ხელსაწყო გაქვთ, გადააგორეთ ცომზე და მიიღებთ გამოჭრილ სამკუთხედებს. თუ არადა  დაჭერით ცომი  მართკუთხედის ზომებად დანით, ან პიცის საჭრელით. თითოეული მართკუთხედი დიაგონალზე გაჭერით და მიიღებთ 2 სამკუთხედს.

გამოსაცხობ დაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი. გადაახვიეთ კრუასანი სამკუთხედის ძირიდან წვერისკენ და დადეთ საცხობ დაფაზე. კრუასანს გვერდები ოდნავ მოუხარეთ, რომ კრუასანიც ოდნავ რკალისებური გახდეს. გადახვევის დროს შეგიძლიათ ჩააყოლოთ კრუასანს შოკოლადის ჯოხები/ფილის ნატეხები. კრუასანი დაფაზე გააჩერეთ 1 -1.5 საათით – კრუასანი ფორმაში საგრძნობლად გაიზრდება, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ დაფაზე დაწყობის დროს კრუასანებს შორის საკმაოდ მანძილი დატოვოთ.

გაახურეთ ღუმელი 200 C – მდე.

პატარა ჯამში გათქვიფეთ კვერცხის გული, გაურიეთ 3-4 ს.კ. წყალი და კარგად მოურიეთ. ფუნჯით გადაუსვით თხევადი მასა კრუასანებს.

შედგით კრუასანი ღუმელში გამოსაცხობად. ცხობის დროს, კრუასანები კიდევ უფრო გადიდდება. გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში – როდესაც კრუასანი კარგად დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან, ოდნავ გააგრილეთ და მიართვით თბილი.  გაცილებით უფრო რბილი, ამავე დროს ფენოვანი და უფრო გემრიელია, ვიდრე ნაყიდი კრუასანი.

იხილეთ ასევე

  • ესპანური ღვეზელი – რეცეპტი, Რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ
  • საინტერესო და მაცდურად მარტივი დესერტი – დარიჩინიანი პურის ჩხირები.
  • ფრანგული კრეკერი: უნივერსალური ნამცხვრის ყველაზე მარტივი რეცეპტი!
  • ბანანის ღვეზელი
  • მაღაზიაში ჩვეულებრივ კეფირს ვყიდულობ და შემდეგ შესანიშნავ ყველს ვამზადებ. აი რეცეპტი
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ეს ჩემი ბუნებაა: ტრადიციული რეცეპტის მიხედვით კლასიკურ კერძს არ ვამზადებ. გადავწყვიტე პიცა მოვამზადო ასე.
შებოლილი ორაგულის სალათი: მარტივი, გემრიელი და კვებითი რეცეპტი
როგორ გამოვაცხოთ ნამდვილი იმერული ხაჭაპური
ფრანგული ტკბილეულობის მთელი კალათა!
ახლა ყოველ საღამოს მომაქვს სახლში კეფირი. ლანჩის, ვახშმის ან უბრალოდ დესერტის რეცეპტი.
TAGGED:მარტივი რეცეპტებინამცხვარირეცეპტისაუზმეცომი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიანა ჭელიძე
ჟურნალისტი — ღვინო, სასმელები და სამზარეულოს დიზაინი. წერს ქართულ ღვინოზე, ყავასა და ჩაიზე, სამზარეულოს ხელსაწყოებსა და აქსესუარებზე.
წინა სტატია ალუბლის ტორტი ალუბლის ტორტი
შემდეგი სტატია ელემენტარული საუზმეც კი, ამ ინგრედიენტით ახალი ფერებით ანათებს. ელემენტარული საუზმეც კი, ამ ინგრედიენტით ახალი ფერებით ანათებს.
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: უზბეკური კარტოფილის რეცეპტი ხორცით - 200 კალორია

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?