შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: მექსიკური ცხარე კერძი – ბურიტო.
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
რეცეპტი

მექსიკური ცხარე კერძი – ბურიტო.

მექსიკური ცხარე კერძი – ბურიტო.
#post_seo_title
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: სექტემბერი 3, 2026
გაზიარება
გაზიარება
881

მექსიკური ბურიტო ტორტილიაში ქათმის ფილით და ბოსტნეულით

შემადგენლობა:

ქათმის ფილე – 500 გრ.

ხახვი – 3 ცალი

ბულგარული წიწაკა – 3 ცალი

სტაფილო – 1 ცალი

სიმინდი – 2 ს.კ.

მოხარშული ბრინჯი – 5 ს.კ.

მოხარშული ლობიო – 4 ს.კ.

პამიდორი (ქილის ან ცოცხალი) – 200 გრ.

სალსას სოუსი – 150 გრ.

სულგუნი  – 200 გრ.

პაპრიკა, ჩილი, წითელი წიწაკა – გემოვნებით

მარილი – გემოვნებით

ზეითუნის ზეთი

ტორტილია (ცომი):

6 ს.კ. პურის ფქვილი

6 ს.კ. ჭადის ფქვილი

2 ს.კ. არა-რაფინირებული ზეითუნის ზეთი

1 ჩ.კ. მარილი

1 კვერცხი

 

მომზადება:

ბურიტო მექსიკური კერძია და საკმაოდ ცხარეა, თუმცა თქვენ თავად შეგიძლიათ არეგულიროთ სიცხარე. სალსას სოუსის ყიდვის დროს დააკვირდით, რამდენად ცხარეა სოუსი.

შიგთავსი:

დაჭერით ქათმის ფილე პატარა ოთხკუთხხედ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ტაფა გაახურეთ საშუალო ცეცხლზე, მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ ქათმის ფილე. 2-3 წუთის შემდეგ დაამატეთ ხახვი (თუ ქათმის ნაჭრებმა წვენი გაუშვა, შეგიძლიათ ცეცხლს ცოტა მოუმატოთ, თუმცა მალევე დააბრუნეთ საშუალო დონეზე). ხახვი რომ ოდნავ მოითუშება, დაამატეთ დაჭრილი სტაფილო და ბულგარული წიწაკა. 3-4 წუთის განმავლობაში ჩაშუშეთ და პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ სიმინდი, მოხარშული ბრინჯი და მოხარშული ლობიო. თუ ლობიოს კონსერვს გამოიყენებთ, გირჩევთ გამოიყენოთ მექსიკურად შეზავებული ლობიო. კარგად მოურიეთ მასას. დაამატეთ პამიდორი და სალსას სოუსი. თქვენი გემოვნებით დაამატეთ ჩილი, პაპრიკა და/ან წითელი წიწაკა. ასევე თქვენი გემოვნებით დაამატეთ მარილი. გახეხეთ 150 გრ. სულგუნი და დაამატეთ მასას, კარგად მოურიეთ. ცეცხლზე გააჩერეთ მანამ, სანამ მასა არ წამოდუღდება.

ტორტილია:

ტორტილიას მომზადება არც თუ ისე ადვილია. ამისთვის საკმაოდ დიდი ღონეა საჭირო . ჯამში აურიეთ პურის და სიმინდის ფქვილი, დაამატეთ მარილი. კარგად აურიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს ყველა ინგრედიენტი. შუაგულში დაამატეთ ზეთი და კვერცხი. თანდათან შეურიეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. თუ ძალიან მშრალი გამოვიდა მასა, შეგიძლია ხელი ოდნავ დაისველოთ თბილი წყლით და ისე შეაშველოთ. 3-4 წუთის განმავლობაში უნდა მოზილოთ ცომი ისე, რომ საკმაოდ ელასტიური გახდეს.

READ  ღვეზელები კეფირიანი ცომით

გაბრტყელებისთვისაც დიდი ღონე და ნებისყოფაა საჭირო. გააბრტყელეთ ცომი ისე, რომ დაფაროს 20 სმ ხ 28 სმ ფართობის ფსკერი და დაახლოებით იგივე ზომის ზემოდან გადასაფარებლად. ჩააფინეთ გაბრტყელებული ცომი ცეცხლგამძლე ჭურჭელში ისე, რომ შუა ნაწილი მოაქციოთ ჭურჭელში. კოვზით დაამატეთ ბურიტოს შიგთავსი, რაც ტაფაზე მოვამზადეთ, შემდეგ ცომის ჯერ ერთი ნაწილი გადააფარეთ ზემოდან, შემდეგ მეორე. დარჩენილი სულგუნი გახეეხთ და ზემოდან მოაყარეთ ტორტილიას.

ღუმელში შედგით 200 C-ზე და გამოაცხვეთ 15 -20 წუთის განმავლობაში, ან სანამ ტორტილიას გვერდები არ დაიბრაწება.

ბურიტო შეგიძლიათ მიირთვათ დაჭრილ ბამიდორთან და არაჟანთან ერთად.

 

იხილეთ ასევე

  • გემრიელი ვახშამი, რომელიც გააოცებს ყველას.
  • Ნამდვილი უნგრული გულიაში
  • როგორ მოვამზადოთ ბლინები მანით
  • ელეგანტური შვედური წახემსება არავის დატოვებს გულგრილს! დაივიწყეთ ბანალური სენდვიჩები.
  • Როგორ მოვამზადოთ ავოკადოსგან მაიონეზი

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ასეთი დესერტით, თავს მეშვიდე ცაზე იგრძნობთ! გემრიელი, ორიგინალური, ლამაზი, ზედმეტი პრობლემების გარეშე.
მარინირებული სკუმბრია ღვინოში ბოსტნეულით.
მოამზადეთ უგემრიელესი ვარენიკები კენკრითა და ხაჭოთი
“მონასტრის ქოხი”- ექსკლუზიური რეცეპტი. მრავალფეროვანი სადილის შემდეგაც კი სტუმრები მოუთმენლად ელოდებიან ამ დესერტს.
ბებიას საფირმო რეცეპტი! ნამდვილად ჰიტად იქცევა
TAGGED:კერძებირეცეპტიცომიხორცი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია გულწრფელად ვამბობ, დიდი ხანია ასეთი გემრიელი არაფერი არ მიჭამია! ნამცხვარი კი არა, ნამდვილად ახდენილი ოცნებაა! გულწრფელად ვამბობ, დიდი ხანია ასეთი გემრიელი არაფერი არ მიჭამია! ნამცხვარი კი არა, ნამდვილად ახდენილი ოცნებაა!
შემდეგი სტატია დაელოდეთ აღტაცებულ შეძახილებსა და კომპლიმენტებს. მისი სურნელი ქუჩაში გადის. დაელოდეთ აღტაცებულ შეძახილებსა და კომპლიმენტებს. მისი სურნელი ქუჩაში გადის.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?