თქვენ შესძლებთ სტუმრების გაოცებას საოჯახო დღესასწაულზე. სალათის შემადგენლობაშია გამარჯვებული ტრიო-ყველი, ქათამი და ქამა სოკო. ინგრედიენტების კლასიკური კომბინაცია ახალ რეცეპტში.
სალათი “ჩიკაგო”
ინგრედიენტები
სოკო 300 გრ
ხახვი 1 ცალი
კვერცხი 3 ცალი
შებოლილი ქათმის ლორი 500 გრ
პომიდორიი 2 ცალი
მყარი ყველი 150 გ
მაიონეზი 150 გრ
მზესუმზირის ზეთი 30 მლ
მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადება
მოხარშეთ კვერცხი, გაფცქვენით და გააციეთ.
ხახვი და სოკო დაჭერით და ცალ-ცალკე მოშუშეთ. შეურიეთ მზა პროდუქტები ერთმანეთს, დაამატეთ მარილი, პილპილი გემოვნებით და გააციეთ.
მოამზადეთ დანარჩენი ინგრედიენტები. გახეხეთ ყველი, დაჭერით მოხარშული კვერცხი კუბებად. ქათმის ლორი დაჭერით ზოლებად.
სალათს ვაწყობთ ფენებად.
პირველი ფენა – ქათმის ნაჭრები, მეორე – მაიონეზი + გახეხილი ყველი, მესამე – დაჭრილი კვერცხის ნახევარი + მაიონეზი, მეოთხე – შემწვარი სოკო ხახვით, მეხუთე – დარჩენილი კვერცხი + მაიონეზი, მეექვსე – დაჭრილი პომიდორი.
სალათის მომზადება შესაძლებელია ღრმა სალათის თასში.

ნებისმიერ მრავალფენიან სალათს დრო სჭირდება გემოს ასაღებად. მაცივარში 30 წუთი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ყველა ინგრედიენტმა გემო და არომატი გაცვალოს. გემრიელად მიირთვით!
შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები
