სამშაბათი, ივნისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვამზადოთ ვაშლის ჯემი - მარტივად და გემრიელად

როგორ მოვამზადოთ ვაშლის ჯემი – მარტივად და გემრიელად

ვაშლის ჯემი – მისი მომზადება ძალიან მარტივია.

ვაშლის ჯემი შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ფუნთუშებისა და ტორტების შიგთავსში. ან შეგიძლიათ უბრალოდ წაუსვით პურის ნაჭერზე საუზმეზე. რეცეპტი გავრცელდა Buonissimo-ს ვებგვერდზე.

შემადგენლობა: ვაშლი — 2 კგ; შაქარი— 1,6 კგ; ორი ლიმონი

ვაშლის ჯემი რომ მოამზადოთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ვაშლი, მაგრამ ორიგინალურ რეცეპტში გამოყენებულია ვაშლის ჯიში Fuji.

ვაშლებს გააცალეთ კანი, ამოიღეთ გული, შემდეგ გახეხეთ და უხვად მოაწურეთ ორი ლიმონის წვენი, რომ ვაშლი ჰაერთან ზემოქმედებისას არ გამუქდეს.

შემდეგ მოათავსეთ გახეხილი ვაშლი ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და 4 სუფრის კოვზი წყალი და ვაშლის ჯემი  ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით ორნახევარი საათის განმავლობაში, ხშირად ურიეთ.

როდესაც სქელი, გლუვი ვაშლის ჯემი გექნებათ, გადაიტანეთ მინის ქილებში, გააციეთ და შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. ვაშლის ჯემი უნდა ინახებოდეს გრილ, მშრალ, ბნელ ადგილას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში.

#drpkhakadze #pitskhelauri

წყარო

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები