სოკოს გასუფთავება ხელოვნებაა. გარდა იმისა, რომ თქვენ უნდა გეყოთ მოთმინება ამ ერთფეროვანი დამღლელი აქტივობისთვის, თქვენ უნდა გააკეთოთ ეს სწორად!
წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ სოკომ დაკარგოს გემო, ამავდროულად შესაძლოა მოიწამლოთ. სოკო შესანიშნავად შთანთქავს წყალს და კარგავს გემოს. გააჩერეთ სოკო რამდენიმე წამის განმავლობაში გამდინარე წყლის ქვეშ, შემდეგ კი სწრაფად შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. თქვენ ერთდროულად გაასუფთავებთ მას და შეუნარჩუნებთ არომატს.
არ დაგავიწყდეთ ფეხის დაბოლოების მოჭრა. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო დიდხანს იქნება სოკო მაცივარში, მით მეტი ნაწილის მოჭრა მოგიწევთ. როგორც არ უნდა სცადოთ სოკოს მომზადება, გამხმარი, დაჭყლეტილი ქსოვილი მაინც არ გაუმჯობესდება.
სოკოს ფეხზე მდებარე “კაბა” აბსოლუტურად უვნებელია და საკმაოდ ვარგისია მოხმარებისთვის. თუ გინდათ, დატოვეთ, მაგრამ შეგიძლიათ მოჭრაც – ეს ყველაფერი თქვენს ესთეტიკურ გემოვნებაზეა დამოკიდებული.
თუ ქამა სოკოს აქვს დიდი ქუდი (როგორც წესი, სოკო 5 სმ-ზე მეტი უნდა იყოს), მაშინ უნდა გაფცქვნათ. დანით ფრთხილად ააცალეთ თხელი ფენა, კიდიდან – ცენტრის მიმართულებით. პატარა სოკოებს გარსი თხელი აქვთ, ამიტომ არ არის საჭირო მათი გაფცქვნა.
ზოგჯერ სოკოს ქუდის ბოლოში ყავისფერ ფირფიტებს აშორებენ. გახსოვდეთ, რომ სწორედ ისინი ანიჭებენ სოკოს პიკანტურ გემოს.
მასალის გამოყენების პირობები