ხაჭოთი და მანით  მომზადებული ყველეული

0
37
#post_seo_title

მანი ფაფა ბავშვების უმრავლესობას, და არამარტო მათ, არ უყვართ. თუმცა ისინი სიამოვნებით მიირთმევენ მანისგან მომზადებულ სხვადასხვა ტკბილეულს. მათ შორისაა მანის კომბინაცია ხაჭოსთან ერთად. ეს დესერტი მოსამზადებლად მარტივია და ამავე დროს, გამოდის უნაზესი ტექსტურის. თან, საკმაოდ ნოყიერია.

ინგრედიენტებ

  • 180 გ ხაჭო
  • ორი ცალი კვერცხი
  • 4 ს. კ. მანი
  • ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • 3 ს. კ. არაჟანი
  • 4 ს. კ. შაქარი
  • ერთი მწიკვი ვანილი

მომზადება

  1. კვერცხის გული და ცილა გააცალკევე ერთმანეთისგან. გულს შეურიე ხაჭო, არაჟანი, ვანილი და შაქარი.

ხაჭოთი და მანით მომზადებული ყველეული

  1. ხაჭოს მასას დაამატე მანი და გამაფხვიერებელი. კარგად აურიე.

ხაჭოთი და მანით მომზადებული ყველეული

  1. ათქვიფე ცილა მდგრადი ქაფის წარმოქმნამდე და შეურიე ცომს ასეთი მიმართულებით – ქვემოდან ზემოთ. დატოვე ეს მასა ათი წუთით.

ხაჭოთი და მანით მომზადებული ყველეული

  1. საცხობ ფორმას წაუსვი კარაქი და გადაიტანე მასზე ცომი. გამოაცხე 180 გრადუს ტემპერატურაზე 45 წუთის მანძილზე.

ხაჭოთი და მანით მომზადებული ყველეული

ხაჭოსა და მანის ნამცხვარი უფრო საზეიმო ელფერს მიიღებს, თუ მას მოასხამთ შოკოლადის მინანქარს. ასევე უხდება ჯემი და მურაბა ან შედედებული რძე.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს საინტერესო რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები