აზიურ სტილში მომზადებული კერძები ძალიან პიკანტურია და იოლადაც კეთდება. განსაკუთრებით გემრიელი გამოდის ღორის მკერდი სოიოს სოუსსა და ღვინოში.
ღორის მკერდის გამოყენება თუ არ გინდათ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქათმის მუქი ნაწილით.
ინგრედიენტები
- 800 გ ღორის მკერდი
- 150 მლ მშრალი თეთრი ღვინო
- 3 კბილი ნიორი
- ერთი ს. კ. ვაშლის ძმარი
- ნახევარი ჩ. კ. ჯინჯერის ფხვნილი
- მეოთხედი ჩ. კ. მწარე წიწაკა
- ერთი თავი ხახვი
- 60 მლ სოიოს სოუსი
- ერთი ს. კ. შაქარი
- ერთი ცალი დარჩინის ჩხირი
- ნახევარი ჩ. კ. სეზამის ზეთი
მომზადება
- მკერდის ხორცი დაჭერი 1 სმ სისქის ნაჭრებად, წვრილად დაჭერი ხახვი და ნიორი.
- სოიოს სოუსს შეურიე შაქარი, ღვინო, ძმარი, ზეთი, ჯინჯერი და წიწაკა.
- ღორის ხორცი შებრაწე ღრმა ტაფაში ორივე მხრიდან და შემდეგ გადაიტანე თეფშზე.
- იგივე ტაფაში შეწვი ხახვი და ნიორი დაბალ ცეცხლზე 3 წუთის მანძილზე.
- ჩაყარე ტაფაში ხორცი და მიამატე სოიოს სოუსის მასა და დარიჩინი. დაბალ ცეცხლზე შუშე ეს ყველაფერი, სანამ ხორცი არ დარბილდება.
ასეთი სახით მომზადებული კერძი ძალიან უხდება ბრინჯს და ასევე ბოსტნეულის სალათას – ეს აზიურ სტილში. თუმცა ღორის ხორცი კარტოფილთან ერთადაც შესანიშნავია.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi