უნაზესი ჩიტის რძე ყველასთვის საყვარელი დესერტია, თუმცა ნაყიდ ტკბილეულში ბევრი კონსერვანტი და ასევე პალმის ზეთია, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ღვიძლსა და პანკრეასზე.
უნაზესი ჩიტის რძე სჯობს მოამზადო სახლში, ნატურალური პროდუქტებისგან. სცადე და მოგეწონება!
ინგრედიენტები ტორტისთვის
- 2 პაკეტი ჟელატინი (თითო – 8 გრამიანი)
- 1 ჭიქა რძე
- 1 ჭიქა შაქარი
- 450 გ არაჟანი
- 450 გ გაციებული ათქვეფილი ნაღები
- ცოტა ზეთი
ინგრედიენტები მინანქრისთვის
- 5 ს. კ. კაკაო
- 5 ს. კ. შაქარი
- 1 პაკეტი ჟელატინი
- 5 ს. კ. რძე
- 1 ჭიქა ცივი წყალი
მომზადება
1. 2 პაკეტი ჟელატინი და 1 ჭიქა რძე შეურიე. შეარჩიე ცეცხლგამძლე ჭურჭელი. დადგი ეს ნარევი რძესთან ერთად ცეცხლზე და ათქვიფე ორთქლის წარმოქმნამდე. რძე არ უნდა ადუღდეს. ქვაბი გადადგი გასაციებლად.
2. მიქსერით ათქვიფე ერთი ჭიქა შაქარი, არაჟანი და ნაღები. ტორტის ფორმას წაუსვი ზეთი.
3. ათქვეფილ ნაღებს თანდათან დაამატე ჟელატინიანი რძე. გააგრძელე თქვეფა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
4. ტორტის მზა მასა ჩაასხი ფორმაში. ზედაპირი მოასწორე. შედგი მაცივარში. ზემოდან დააფარე სახურავი ან სამზარეულოს პარკი.
5. ერთმანეთს შეურიე კაკაო, შაქარი და ჟელატინი. დაამატე რძე და წყალი და ათქვიფე მიქსერით. დადგი დაბალ ცეცხლზე და მიიყვანე ადუღებამდე. მინანქარი უნდა გახდეს გლუვი. გააციე.
ერთი საათის შემდეგ მინანქარი დაასხი რძიან ფუძეს, ფრთხილად და აუჩქარებლად. ტორტი თითქმის მზად არის: ის 5 საათით მაცივარში უნდა დაყოვნდეს.
ჩიტის რძე გამოდის შეუდარებელი გემოს მქონე. რაც მთავარია, არ აქვს ზედმეტი ქიმიური დანამატები და შეგიძლიათ ბავშვებსაც თავისუფლად აჭამოთ!
გაუზიარეთ ეს საინტერესო რეცეპტი მეგობრებს.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi