ტორტი რომლის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება

0
71
#post_seo_title

ნაღების ტორტი,რომელიც გამოცხობის გარეშე მზადდება, ძალიან გემრიელი დესერტია.

ტორტი და მისი ფუძე წარმოადგენს რაღაც შუალედურს იოგურტსა და ნაყინს შორის. ევროპაში ეს პოპულარული ნუგბარია და ცოტათი ჩისქეიქს წააგავს.

ინგრედიენტები

  • 1,5 ჭიქა ორცხობილა
  • ნახევარი ჭიქა კარაქი
  • 1,5 ჭიქა კრემ-ყველი
  • 400 გ შედედებული რძე
  • 110 გ შაქარი
  • ორი ს. კ. ფორთოხლის ცედრა
  • ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • 0,2 ჭიქა შაქრის პუდრა
  • ერთი ჭიქა ნაღები

მომზადება

1. დაანამცეცე ორცხობილა და შეურიე მას გამდნარი კარაქი და ორი ს. კ. შაქარი.

ტორტი რომლის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება

2. საცხობ ფორმას დააფინე ფოლგა და მოათავსე მასზე ორცხობილას მასა. დატკეპნე ხელით და შედგი საყინულეში.

ტორტი რომლის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება

3. შეურიე მიქსერით კრემ-ყველი, შედედებული რძე და 80 გ შაქარი. კარგად ათქვიფე.

ტორტი რომლის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება

4. ჩაამატე ფორთოხლის ცედრა, წვენი და ნახევარი ჩ. კ. ფორთოხლის ექსტრაქტი სურვილის მიხედვით. კარგად აურიე.

ტორტი რომლის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება

5. ცალკე ჯამში შეურიე ერთმანეთს შაქრის პუდრა და ნაღები.

ტორტი რომლის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება

6. ფრთხილად შეაერთე ორივე ნარევი ნიჩბის დახმარებით. გამოიღე საყინულედან საცხობი ფორმა და გადაიტანე მასზე ეს მასა.

ტორტი რომლის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება

7. შედგი კვლავ საყინულეში მინიმუმ ორი საათით.

ტორტი რომლის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება

8. მზად არის!

გამოიღე ნამცხვარი მაცივრიდან, დაჭერი სასურველ ფორმებად და გემრიელად მიირთვი!

გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები