ჩაისთან გემრიელი ნამცხვარი სამუშაო დღის ბოლოს, ერთი სიამოვნებაა.მით უმეტეს თუ ეს ნამცხვარი სახლში მომზადებული და უვნებელია.
ნამცხვარი მარტივად მოსამზადებელი, რომელსაც ბევრი დრო არ სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი არის ჯემიანი მილაკები. ისინი სწრაფად ცხვება და ბევრი გამოდის.
ინგრედიენტები
- 125 გ კარაქი
- 125 გ არაჟანი
- ასი გ ჯემი
- ერთი ს. კ. შაქარი
- 250 გ ფქვილი
- ათი გ ვანილის შაქარი
- ფორთოხლის ცედრა გემოვნებით
- შაქრის პუდრა გემოვნებით
მომზადება
1. რბილი კარაქი ათქვიფე შაქართან ერთად. თან დაამატე ვანილის შაქარი, ფორთოხლის ცედრა და არაჟანი. შემდეგ კი გაცრილი ფქვილი. მოზილე ცომი და გაყავი ორ ნაწილად. შეფუთე თითოეული საკვებ პარკში და შედგი მაცივარში ნახევარი საათით.
2. ცომის ორივე ნაწილი გააბრტყელე სწორკუთხა ფირფიტების სახით და დაჭერი 6-8 სმ სიგანის ზოლებად. მათზე მოათავსე შიგთავსი. გადაახვიე რულეტივით და დაჭერი.
3. ნამცხვარი დაალაგე პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე და შედგი ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით. ზემოდან მოაყარე შაქრის პუდრა.
ჯემიანი ნამცხვარი გამოდის ძალიან გემრიელი და უცებ ქრება სუფრიდან.
მოამზადე სიამოვნებით და გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi