ზაფხული შესანიშნავი პერიოდია ხილის სიუხვისა და შესაბამისად მსუბუქი სასმელებისა და დესერტებისა. ერთ-ერთი ასეთია იოგურტის ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. გამოდის უგემრიელესი და, ამასთან ერთად, საკმაოდ დაბალკალორიულიცაა.
მისი ფუძე შეიძლება იყოს ნებისმიერი ორცხობილა, ხოლო ძირითადი ნაწილი – სხვადასხვა ხილის მიხედვით, ნაირ-ნაირი.
ინგრედიენტები
- 6 ცალი კივი
- ნახევარი ჭიქა წყალი
- 70 გ შაქარი
- 4 ჩ. კ. ჟელატინი
- ორი ცალი ბანანი
- ერთი ს. კ. ლიმონის წვენი
- ნახევარი ლ იოგურტი
- 70 გ კარაქი
- 200 გ ორცხობილა
- 200 გ ნუშის ფანტელი
მომზადება
- ბლენდერში დააქუცმაცე ორცხობილა. დაამატე გამდნარი კარაქი და კარგად აურიე.
- 22-24 სმ დიამეტრის მქონე მოსახსნელ ფორმას დააფინე პერგამენტი და მასზე მოათავსე ორცხობილას მასა. კარგად დატკეპნე. შედგი მაცივარში ნახევარი საათით. ამასობაში ჟელატინს დაასხი ნახევარი ჭიქა წყალი.
- სანამ ჟელატინი აფუვდება, გაფცქვენი კივი და 4 მათგანი დაჭერი კუბებად. მოასხი ლიმონის წვენი და მოაყარე შაქარი.
- კივის კუბები დადგი ცეცხლზე 3 წუთის მანძილზე სიმწარის მოსაშორებლად. როცა იგი გაცივდება, დაამატე იოგურტი და ჟელატინი.
- ბანანი დაჭერი მრგვლად და მოათავსე ორცხობილაზე ერთ ფენად. დაასხი იოგურტის მასა და შედგი მაცივარში მინიმუმ 6 საათით.
დილით იოგურტის ტორტი ბანანითა და კივით მზად იქნება. ფრთხილად მოხსენი ფორმა და ზემოდან მორთე დაჭრილი კივითა და ნუშის ფანტელით.
გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებს!