მსუბუქი და კარგად შეზავებული სადილი თუ ლანჩი, რომლის მომზადებასაც მარტივად შეძლებთ.
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
- 1 თავი დაჭრილი ხახვი
- 1 ცალი წითელი ჩილი
- 1⁄2 ჩ/კ ქინძის სუნელი
- 1⁄2 ჩ/კ ძირა
- 1⁄2 ჩ/კ კურკუმა
- 300 გრამი პომიდორი ჩერი
- 500 გრამი მოხარშული კარტოფილი
- 1 კონა დაჭრილი ქინძი
- 8 ცალი ათქვეფილი კვერცხი
მომზადების მეთოდი:
ნაბიჯი 1
ზეთი დიდ ტაფაზე გააცხელეთ. თუშეთ ხახვი და გახეხილი ჩილის ნახევარი 5 წუთით დარბილებამდე. შეურიეთ სუნელები და თუშეთ 1 წუთით. შემდეგ დაუმატეთ პომიდორი ჩერი, დაჭრილი მოხარშული კარტოფილი და ქინძის დაჭრილი ღეროები. ათქვიფეთ კვერცხი, შეაზავეთ მარილით და მოასხით ბოსტნეულს. წვით 8–10 წუთით კვერცხის გამყარებამდე.
ნაბიჯი 2
როცა კვერცხი გამყარდება მოაყარეთ ქინძის დაჭრილი ფოთლები და დარჩენილი ჩილი. დაჭერით და მიირთვით კიტრი–პომიდვრის სალათასთან ერთად.
მსუბუქი და კარგად შეზავებული სადილი თუ ლანჩი, რომლის მომზადებასაც მარტივად შეძლებთ.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები