სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგისხვადასხვა იურიდიულ გზას მიმართავენ, რათა არ აღსრულდეს გადაწყვეტილება და თანხა ბიუჯეტში არ...

სხვადასხვა იურიდიულ გზას მიმართავენ, რათა არ აღსრულდეს გადაწყვეტილება და თანხა ბიუჯეტში არ დაბრუნდეს


15/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს „ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილების პაკეტი და პროექტი წარუდგინა, რომლის მიღების შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლებათ. შემოდის საჯარიმო სანქციის დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი.


„მინდა, ვკითხო დეპუტატებს – რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების შედეგად, ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები, რომლებსაც წლების განმავლობაში, მხოლოდ იმიტომ ასაჩივრებენ, რომ თანხა არ დაბრუნდეს ბიუჯეტში, ეს რამდენად სწორია?“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა, პარლამენტში, საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.


როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, უწყების მიერ, გამოწერილი ოქმების გასაჩივრება და პროცესების გაჭიანურება, ხშირ შემთხვევაში, მიზანმიმართულად ხდება, რათა თანხების ბიუჯეტში დაბრუნება არ მოხდეს.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დეპუტატებს, სასამართლო დავების სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ სასამართლომ, გასაჩივრებული ოქმებიდან, რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილების 97 % მართებულად მიიჩნია.


„2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე, რეგულირების სააგენტოს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დაახლოებით, 2 700 ოქმი აქვს დაწერილი, საიდანაც, ამ დროისთვის, 120 არის სასამართლოში. 60 შემთხვევაში გამართლდა მეორე მხარე, დანარჩენ შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილება, სასამართლოს მიერ მართებული აღმოჩნდა, რაც დაახლოებით, 97 %-ია იმ ოქმების, რომელიც რეგულირების სააგენტომ გამოწერა.


სასამართლოს გადაწყვეტილება, უმეტეს შემთხვევაში, 80-85 %, გასაჩივრდა, მიუხედავად იმისა, რომ მოგების ალბათობა ძალიან დაბალი იყო და ეს მხარემ იცოდა. რეგულირების სააგენტოს გამოწერილ აქტებს, მეორე მხარე იმიტომ ასაჩივრებს, რომ უბრალოდ დრო გაწელოს.


გარდა ამისა, ამ დროისთვის, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებაში რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების შედეგად, ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები. მესმის კერძო სექტორის შიში და არ მოწონება ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ შეიძლება, ზოგიერთი კლინიკისთვის ჯარიმა ძალიან მაღალი გამოდგეს და გაუჭირდეს ფუნქციონირება. მაგრამ მინდა, ვკითხო დეპუტატებს – ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები, რომლებსაც წლების განმავლობაში, მხოლოდ იმიტომ ასაჩივრებენ, რომ თანხა არ დაბრუნდეს ბიუჯეტში, ეს რამდენად სწორია?


სხვადასხვა იურიდიულ გზას მიმართავენ, რათა არ აღსრულდეს გადაწყვეტილება და თანხა ბიუჯეტში არ დაბრუნდეს. ჩვენი მოტივაცია დაუყოვნებლივ აღსრულებასთან მიმართებაში არის სწორედ ის, რომ ეს თანხები დაბრუნდეს ბიუჯეტში. რეგულირების სააგენტოს სახელმწიფოსგან აქვს ეს ფუნქცია და ამ მიმართულებით კითხვების დასმა, ვფიქრობ, უხერხულია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

READ  „ტუბერკულოზის ვაქცინა იქნება მალე...“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები