ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი4 ყველაზე ჯანსაღი და ორგანული საუზმე ბავშვებისთვის

4 ყველაზე ჯანსაღი და ორგანული საუზმე ბავშვებისთვის

საუზმე, პირველ რიგში, მთელი დღის ენერგიის წყაროა ბავშვისთვის და ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. კვლევები მოწმობს იმასაც, რომ ბავშვებს, რომლებიც საუზმის გარეშე მიდიან სკოლაში, ყურადღების დეფიციტი აქვთ, ვლინდება ქცევის სხვადასხვა დარღვევა, არიან უფრო აგრესიულები. სისტემატურად საუზმის გარეშე დარჩენა, მოქმედებს ბავშვის განწყობასა და დამახსოვრების უნარზე.

საუზმის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, დღეს მას მშობლების დიდი ნაწილი სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს. კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვის საუზმის გამოტოვების უხშირესი მიზეზი მშობლის მოუცლელობაა. დილით როცა სამსახურში ეჩქარებათ და ვერ ფიქრობენ, ან იდეები გამოელიათ, უცებ რა მოუმზადონ ბავშვს, რომ სწრაფად მზადდებოდეს და გემრიელიც იყოც.

დიდი მნიშვნელობა აქვს საუზმისათვის განკუთვნილი საკვების სწორად შერჩევასაც. უმჯობესია ბავშვმა მიიღოს ბურღულეული, იოგურტი, ხილი, რძის პროდუქტები. მათი კვების რაციონის დიდი ნაწილი ორგანული და ნატურალური პროდუქტები უნდა იყოს.

4 ყველაზე ჯანსაღი და ორგანული საუზმე ბავშვებისთვის | შენი სუფრა

წარმოგიდგენთ ყველაზე ჯანსაღ საბავშვო საუზმის სამ ვარიანტს, რომელთა მომზადებასაც 3-5 წუთში შეძლებთ. ასე თქვენ დროსაც დაზოგავთ და ბავშვიც არ დაგრჩებათ ნოყიერი საუზმის გარეშე.

  1. როცა ძალიან გეჩქარება და დრო არ გაქვს, მშრალი საუზმე (მიუსლი, შვრიის ფანტელები) რძესთან ან იოგურტთან ერთად, ძალიან კარგი გამოსავალია. სწორედ ამიტომაა მსოფლიოში ძალიან პოპულარული მიუსლი და რძეში ჩასაყრელი ფანტელები.
  2. ალბათ არ არსებობს ბავშვი, ვისაც სენდვიჩი და ბურგერები არ უყვარს, თუმცა ხშირად მშობლები ერიდებიან ბავშვებისთვის fast food-ის მიცემას. გემრიელი ბუტერბროდი შესაძლებელია იყოს სასარგებლო, თუ მას სახლის პირობებში, თავად მოამზადებთ- გახუხული პურის ნაჭრებით, სალათის ფოთლით, თხლად დაჭრილი ინდაურის ლორით, კრემ-ყველით, პომიდორის და კიტრის თხელი რგოლებით.
  3. ნატურალური იოგურტები დაბალვადიანი, საღი რძისგან დამზადებული სასარგებლო პროდუქტია, რომელიც თამამად შეგიძლიათ მისცეთ ბავშვს. ის ფრეშ-პროდუქტების კატეგორიას მიეკუთვნება, რაც ქართულ ბაზარზე მწირი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი, რძის ნაწარმის პროდუქციაში. ევროპაში ხშირად მიირთმევენ საუზმეზე ჯემებსა და მურაბებს იოგურტთან.
  4. მსოფლიოში ძალიან პოპულარულია ე.წ. ტორტილები ,რომელიც  მარტივი ლავაშია  კრემ- ყველით, შეგიძლიათ  დაუმატოთ ნებისიერი ინგრედიენტი, ეს შეიძლება იყოს ბოსტნეული, ქათმის ხორცი, ბოლოს შეგიძლიათ როგორც ტოსტში გააკეთოთ, ასევე ტოსტის გარეშეც მიირთვას ბავშვმა.
READ  იცით, როგორ ინახავდნენ ხორცს ჩვენი წინაპრები?

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები