ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიმიმტანი„რა არის გამოსავალი? - არ მივცეთ აკრედიტაცია? დავხუროთ საავადმყოფო?“

„რა არის გამოსავალი? – არ მივცეთ აკრედიტაცია? დავხუროთ საავადმყოფო?“

ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ჟურნალისტი – ელენე გოგბერაშვილი

სტუმარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე

  • კლინიკები საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან;

  • რა გზის გავლა მოუწევთ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად?

  • რა ღირს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კლინიკებში;

  • რას შეცვლის აკრედიტაციის პროცესი ჯანდაცვის სექტორში;

-სამინისტროსთან კიდევ რა საკითხები იყო განხილული. რა მოლოდინი აქვს თავად ჯანდაცვის სამინისტროს ამ პროცესებთან დაკავშირებით და თქვენგან, როგორც რიგითი ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციისგან ამ სფეროში, რა მოლოდინი აქვთ თქვენი მხრიდან და რა ტიპის თანამშრომლობაზეა საუბარი სამინისტროსა და ორგანიზაციებს შორის?

-საქართველოში იმყოფებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მოწვევით აკრედიტაცია კანადას აღმასრულებელი დირექტორი. ახლა ჩვენ პრაქტიკულად ჩავაბარეთ ანგარიში, – რა გავაკეთეთ, 13-მა დაწესებულებამ უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, უკვე დაიწყეს აკრედიტაციის პროცესი, ასევე ვუთხარით, თუ რა მოდელი ჩამოვაყალიბეთ ქართულ ბაზარზე, ჩვენ გვაქვს ქოლცენტრი, ჩვენ გვყავს ქართული გუნდი, ყველა სტანდარტები, ყველა დოკუმენტაცია, მთელი პროცესი წარიმართება მხოლოდ ქართულ ენაზე.

ჩვენ არ ვითხოვთ კლინიკურ, ინფრასტრუქტურულ ინდიკატორებს. ასევე ვისაუბრეთ დედლაინების, პრაქტიკულად რა დროში უნდა გაიარონ აკრედიტაციის პროცესი სამედიცინო დაწესებულებებმა და ბოლოს, ჩვენ ვუთხარით ჯანდაცვის სამინისტროს, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ვიწყებთ დამატებით პროგრამას, რაც გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხის გუნდის ჩამოყალიბებას, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, რომლებიც გადიან აკრედიტაციას, უნდა ჰყავდეთ ხარისხის გუნდი, უნდა მოხდეს ხარისხის გუნდების შერჩევა და მომზადება. როდესაც ჩვენ ვთანამშრომლობთ საავადმყოფოებთან, ჩვენთვისაც ადვილი იქნება, როდესაც გვყავს გუნდი, რომელსაც ესმის, ჩვენ რა საკითხებზეც ვსაუბრობთ.

სავარაუდოდ, ერთ თვეში ოფიცალურად შევიტანთ განაცხადს და გავაკეთებთ ცალკე სერტიფიცირებულ პროგრამას, რომელიც გულისხმობს ზუსტად ასეთი სპეციალისტების გაზრდას საავადმყოფოებში. სამინისტროს ეს წინადადება მოეწონა.

ჩატარდება კვლევა, რათა დავადგინოთ, რითი არის პაციენტი უკმაყოფილო და კმაყოფილი, შემდეგი კვლევა ჩატარდება წელიწადნახევარში და ვნახავთ, რა გაუმჯობესდა და რა არის განსხვავება. ჩვენ ამ პროცესში ტექნიკურად დავეხმარებით.

-ბოლოს მინდა გკითხოთ ადამიანური რესურსის პრობლემაზე. საკმაო რაოდენობის ექიმები გვყავს ქვეყანაში, მაგრამ სერიოზული დეფიციტია როგორც ექთნების, ასევე სანიტრების. თუ ერთ ექიმზე ერთი ექთანი მოდის, ჩვენთან ამისი სერიოზული დეფიციტია, არის 2-3-ჯერ ნაკლების პროდუქტიულობა ექიმების შესაბამისად, დამხმარე პერსონალი მას არ ჰყავს.

საერთაშორისო სტანდარტი განსაზღვრავს თუ არა ერთ ექიმზე რამდენი ექთანი უნდა მოდიოდეს. ჩვენთან კადრების დეფიტიცია, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისთვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.

-დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის.

საერთაშორისოდ მიღებულია ერთ ექიმზე ორნახევარი ექთანი უნდა იყოს. ეს არის დაახლოებითი სტანდარტი. ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვანაირად.

საქართველო ამ მხრივ არის სავალალო მდგომარეობაში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, კანადა აკრედიტაცია აკვირდება პროცესს. ის, რაც კარგია, ვიცით, მაგრამ ის მოცემულობა, რაც გვაქვს, ეს არის რეალობა. არ არიან ფიზიკურად და რა ვქნათ, არ მივცეთ აკრედიტაცია? დავხუროთ საავადმყოფო?

რა არის გამოსავალი?

საავადმყოფოს ვეუბნებით, გვაჩვენეთ, რა გამოწვევების წინაშეც დგახართ, როგორ გამოხვალთ ამ გამოწვევებიდან, რას და როგორ აკეთებთ, რომ პაციენტი იყოს უსაფრთხოდ.

თუ თქვენ ექთნის მაგივრად იყენებთ ექიმს, ეს არის თქვენი პრობლემა, თუ რაიმე პროცედურას ერთი საათის ნაცვლად აკეთებთ ორ საათში, თქვენი პრობლემაა, მაგრამ თუ პაციენტი არის უსაფრთხოდ, ეს ჩვენთვის მისაღებია. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ მაინცდამაინც ერთ ექიმზე უნდა იყოს ორნახევარი ექთანი, ეს არ არის ჩვენი მოთხოვნა. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რაც არის რეალობა ადგილობრივ ბაზარზე და ამ რეალობას ჩვენ ერთ წელში ვერ შევცლით.

ჩვენ სამინისტროს მივცემთ რეკომენდაციას, რაც არის გასაკეთებელი, რაც არის გასაუმჯობესებელი. ჯანდაცვის სამინისტროს წარვუდგენთ ჩვენს მოსაზრებას, რეფორმის კუთხით რა შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ ამას ღიად ვამბობთ და ამასთან დაკავშირებით წინადადებებიც გვაქვს. სამინისტრო რას გადაწყვეტს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ აკრედიტაციის კუთხით, ბოლო 15 წელიწადია აკრედიტაცია კანადა გადავიდა პროცესებზე.

შეიძლება, ეს არ იყოს იდერალური პროცესი იმიტომ, რომ შენობა გაქვს ძველი, ორი დეფერანი უნდა გაიარო, მაგრამ თუ პაციენტი უსაფრთხოდ არის, ჩვენთვის ეს მისაღებია. ეს არის მთავარი კონცეფცია, რომ პაციენტი იყოს დაცული, პაციენტს არაფერი დაემართოს სამედიცინო დაწესებულებაში, პაციენტი არ დაინფიცირდეს საავადმყოფოში, არ წაიქცეს და ა.შ.

მთელი კონცეფციაა, – თუ პაციენტი შევიდა საავადმყოფოში და არის უსაფრთხოდ, გამოვიდა სამედიცინო დაწესებბულებიდან და არის უსაფრთხოდ. ეს არის ბაზისი.

არიან საავადმყოფოები, რომლებიც გადიან სტანდარტებზე, რომ არის განსაკუთრებული ოპერაცია ჩასატარებელი, არის განსაკუთრებული ინდიკატორები. ამ ეტაპზე საქართველოში ამისი მოთხოვნა არ არის იმიტომ, რომ ეს არის ბაზისური. თუ იქნება მოთხოვნა, ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ, მაგრამ ეს ერთ წელიწადში, რა თქმა უნდა ვერ განხორციელდება.

-მხოლოდ ქირურგიასა და რეანიმაციაში შემოდის ამ ტიპის მოთხოვნები, რომელიც სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ვნახოთ, როგორ განხორციელდება ეს ცვლილებები ადგილობრივ ბაზარზე ჯანდაცვის სექტორში,

მადლობას გიხდით და ვიტოვებ პირობას, რომ ერთი წლის, წელიწადნახევრის შემდეგ შევაფასებთ ამ პროცესს…

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

6 December, 2024
ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა – სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა – სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა

დეკემბერი 5, 2024
„დღესაც, ის დადგებოდა იქ, სადაც ახალგაზრდები ერთიანდებიან… დღეს, ზურას დაბადების დღეა“ – ნინო ჟვანია

„დღესაც, ის დადგებოდა იქ, სადაც ახალგაზრდები ერთიანდებიან… დღეს, ზურას დაბადების დღეა“ – ნინო ჟვანია

9 დეკემბერი 2024
საახალწლო სოფლის თემატიკა: 10 გამორჩეული დეკორაცია 2025 წლისთვის

საახალწლო სოფლის თემატიკა: 10 გამორჩეული დეკორაცია 2025 წლისთვის

დეკემბერი 8, 2024
როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

დეკემბერი 5, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

დეკემბერი 4, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ ნაძვის ხე

როგორ შევარჩიოთ ნაძვის ხე

დეკემბერი 8, 2024
ახალი წელი ავსტრალიაში: ზეიმი ზაფხულის ატმოსფეროში

ახალი წელი ავსტრალიაში: ზეიმი ზაფხულის ატმოსფეროში

8 დეკემბერი 2024
ვაზისუბანი — თანამედროვე საცხოვრებელი უბანი თბილისში

ვაზისუბანი — თანამედროვე საცხოვრებელი უბანი თბილისში

დეკემბერი 8, 2024
უმსხვილესი ევროპული კომპანიების რეიტინგი 2024

უმსხვილესი ევროპული კომპანიების რეიტინგი 2024

დეკემბერი 8, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები