ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedგამორჩეული ქართული ხორბალი

გამორჩეული ქართული ხორბალი

ხორბალი მსოფლიოს მრავალ კულტურაში სიუხვისა და სიცოცხლის სიმბოლოდაა მიჩნეული. ქართულ კულტურასა და ყოფა-ცხოვრებაში ის მრავალგან გვხვდება. მაგალითად, ქორწილის დროს სიძე-პატარძალს თავზე ხორბალს აბნევდნენ მრავალშვილიანობის, ეკონომიური სიძლიერის, ბარაქის დასაბედებლად. კალანდის (რომელსაც გურულები – „ფერხვას“, მეგრელები კი „სანწალე კუჩხას“ ეძახიან) შემდეგ დილას ხორბალი აუცილებლად უნდა მიმოებნიათ ეზოში, დაეყარათ საქონლისა და ქათმისთვის და თან ლოცვა წარმოეთქვათ. საქართველოში პურსა და ხორბალს ოდითგან საკულტო დატვირთვა ჰქონდა და დღემდე უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ჩვენში პურის გარეშე არ არსებობს სუფრა, ხორბლისგან ამზადებენ მიცვალებულების სულის მოსახსენებელი სუფრისთვის კორკოტს, წანდილსა და კოლიოს. პურის მოყვანა და ცხობა საქართველოში ძველთაგანვე კეთილშობილურ საქმედ მიიჩნეოდა.

ხორბლის მთავარი პროდუქტი

ქართულ ხორბალსა და პურს მდიდარი და ძველი ისტორია აქვს. პური ძირითადად თონეში ცხვებოდა, დასავლეთ საქართველოში – უფრო კეცზე და პურის კიდობანში ინახებოდა, რომელიც თუთის ხისგან მზადდებოდა. პირველი პური ყოველთვის დღის ბოლომდე ან სტუმრისთვის გადაიდებოდა, როგორც მიძღვნა ოჯახის მფარველი ანგელოზისადმი და ბარაქის, სიუხვის სიმბოლო.

ქართულ ენაში პურთან დაკავშირებული არაერთი სიტყვაა: ნადიმს „პურობა“ ჰქვია, უხვ, ხელგაშლილ ადამიანს – „პურადი“, ძუნწს – „პურაძვირი“, პურის ნაკლებობას „პურტკბილობას“ ეტყვიან, ქართული სტუმარმასპინძლობის რიტუალს კი პურმარილს ეძახიან. 

ბოლო წლებში გაიზარდა დაინტერესება ხორბლის  ქართულ ჯიშებზე, საოჯახო მეურნეობებში, ეკლესია-მონასტრების ტერიტორიებზე ისევ დაიწყეს ზანდურის, დიკას, მახას თუ შავფხას მოყვანა. შესაბამისად, გაჩნდა ქართული ხორბლის ფქვილი და დღეს ბევრგან, განსაკუთრებით დედაქალაქში, შესაძლებელია ამ ფქვილისგან გამომცხვარი პურის შეძენა. 

მახას ჯიშის მარცვლები კი ერთ-ერთ უძველეს ხორბლად მიიჩნევა დედამიწაზე და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა შემორჩენილი. წითელთავთავიანი დოლი, რომელიც ასევე ენდემური ჯიშია, უკვე გახდა პოპულარული მთელ საქართველოში და ასევე საზღვრებს გარეთ.

საბოლოოდ შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველო ღვინოსთან ერთად ხორბლის სამშობლოც არის. 

ხორბალი ქართულ კულტურაში

მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში კოლხეთის დაბლობზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს, ადამიანების სადგომებსა და სამარხებში აღმოაჩინეს დანახშირებული ხორბლის მარცვლის ნიმუშები, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით, მეხუთე-მეექვსე ათასწლეულით დაათარიღეს. 

არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური წყაროების მიხედვით დაადგინეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 5000 ათასი წლის წინათ დაიწყეს ხორბლის მოშენება. აქ ნაპოვნია სამუშაო იარაღები, რომლებიც ხორბლის მოყვანასა და დამუშავებას უკავშირდება. 

ხორბლის ბოტანიკურ გვარში შემავალი 27 კულტურული სახეობიდან დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია 14 სახეობა და ამ გვარში ხუთი საქართველოს ენდემური სახეობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის სახეობების 70%-ზე მეტში ქართული გენი დევს. 

ქართული ჯიშები მავნებლებისადმი, სოკოსადმი მდგრადობით, მაღალი ბიოქიმიური მაჩვენებლებით გამოირჩევა. ასეთებია: ჩელტა, ზანდური, დოლი, კოლხური, შავფხა, მახა, დიკა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ხორბალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2019 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ქართული ხორბლის კულტურას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

ქართული ხორბალი – საერთაშორისო აღიარება

„მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე“ – ასე ეწოდება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ შემუშავებულ ნუსხას, სადაც ქართული ხორბალიც წარადგინეს.

2016 წელს ჟურნალ Trends in Plant Science-ში გამოქვეყნდა კვლევა, სადაც გერმანელმა  მეცნიერებმა ხორბლის ქართული ჯიში „ზანდური“ იმ მარცვლოვან კულტურებს შორის დაასახელეს, რომელთა მოხმარებაც მსოფლიოში უახლოეს მომავალში აქტუალური იქნება და ამის მიზეზად „ზანდურის“ გამორჩეული გემოვნური თვისებები – მაღალი იმუნიტეტი და პარაზიტებისადმი მდგრადობა დასახელდა. 

„ზანდური“ შემოდგომაზე ითესება, გაზაფხულზე თავთავიანდება, სხვა სახეობებს ძნელად ეჯვარება, იკეთებს მკვრივ თავთავს, რომელიც მსხვილი მარცვლითაა სავსე, კარგად იფქვება და მისგან გამომცხვარ პურსა და პურეულს განსაკუთრებული გემო და სურნელი აქვს.  დღეისათვის „ზანდურს“ ბევრ ქვეყანაში ახალი იმუნური ჯიშების შესაქმნელად იყენებენ და ხორბლის კოლექციებში დაცულია, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა.

დიკა – ეს უძველესი ხორბალი საქართველოში წარმოიშვა და ჩამოყალიბდა, ის მოხსენიებულია უძველეს წერილობით წყაროებში. ფერეიდანში დღესაც შემორჩენილია ამ სახეობის ქართული სახელი „დიკა“. ის ქართული ხორბლებიდან ერთ-ერთი ძვირფასი სახეობაა, გამორჩეული მაღალი სამეურნეო თვისებებით – ნაკლებად მომთხოვნია გარემო პირობებისადმი, ადვილად ლეწვადი, ჩაწოლისა და ჩაცვენისადმი გამძლე, ადრემოსავლიანი, სოკოვანი დაავადებების მიმართ მძლავრი იმუნიტეტის მქონე. სხვა ძვირფას თვისებებთან ერთად, დიკას მარცვალში დადგენილია ცილებისა და ლიზინის მაღალი შემცველობა.

 

წყარო

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მარტი 19, 2025
ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

18 მარტი 2025
იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

მარტი 19, 2025
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის?

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის?

მარტი 19, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ასტროფოტოგრაფმა პოლარული ციალის ფონზე მთვარის დაბნელების უნიკალური ფოტოები გადაიღო

ასტროფოტოგრაფმა პოლარული ციალის ფონზე მთვარის დაბნელების უნიკალური ფოტოები გადაიღო

მარტი 19, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ყველაზე ლამაზი და ცეცხლოვანი ქალები -Miss Spain-ის გამარჯვებულები

ყველაზე ლამაზი და ცეცხლოვანი ქალები -Miss Spain-ის გამარჯვებულები

მარტი 19, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
მთაწმინდის რაიონში, უკლებას ქ. N6-ში შიდაკვარტალური ეზოს მოწესრიგება დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, უკლებას ქ. N6-ში შიდაკვარტალური ეზოს მოწესრიგება დასრულდა

მარტი 18, 2025
საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

მარტი 18, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები