ორშაბათი, ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedდამბალხაჭო - ყველის სახეობა, რომელიც ქართულ არამატერიალურ ძეგლთა სიაშია

დამბალხაჭო – ყველის სახეობა, რომელიც ქართულ არამატერიალურ ძეგლთა სიაშია

დამბალხაჭო ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლების ნუსხაში საპატიო ადგილს იკავებს. ის ობიანი ყველის სახეობაა, რომელიც ოდითგანვე მთაში მზადდებოდა და ქართულ მნიშვნელოვანი საკვები იყო, რადგან საუკუნეების წინათ მეომრებს აბგით დაჰქონდათ.

დამბალხაჭოს უნიკალურობის საიდუმლო

დედამიწის ვერცერთ წერტილში ვერ ნახავ იმის მსგავს პროდუქტს, როგორიც აქ, თიანეთსა და ფშავში დამზადებული დამბალხაჭოა. გარედან ობმოკიდებული, შიგნიდან კი რბილი და ოქროსფერი დამბალხაჭო იჭმევა როგორც მშრალად, ისე ბევრ ერბოსთან ერთად ტაფაზე გაცხელებული. ასეთს ადგილობრივები ხაჭოერბოს სახელით შემოგთავაზებენ, რაზედაც უარი არ უნდა თქვა. ის მსოფლიოში ცნობილ „ფონდიუს“ მოგაგონებს. ამაზე დელიკატურს კი  ვერაფერს მიირთმევ. 

დამბალხაჭოს მომზადების წესი

დამბალხაჭოს დამზადების ორგვარი წესი არსებობს. ერთი მეთოდით, ახალმოწველილ რძეს ფართოპირიან ჭურჭელში ასხამენ და შესამჟავებლად დგამენ, უკვე შემჟავებულ რძეს კი ნაღებს მოხდიან და მისგან კარაქს დღვებენ. დანარჩენი შესქელებული რძით კი ხაჭოს ამზადებენ. მეორე ტექნოლოგიით, უკვე შემჟავებულ რძეს სადღვებელში ასხამენ და ჯერ კარაქს დღვებენ, მორჩენილი დოდან კი ხაჭოს აკეთებენ. 

გამზადებულ ხაჭოს მარილში გადაზელენ, კვერებად დაამრგვალებენ და გასაშრობად მზისგან მოშორებულ ადგილას სპეციალურ სათავსში – ძობანში ჩაალაგებენ. შესაძლოა, ძობანი ცოტა ხნით შესაბოლად კვამლის ზემოთაც დაკიდონ. 

ხაჭოს ამ მეთოდით დაახლოებით 7-10 დღე აშრობენ. შემდეგ შრატში რეცხავენ და კიდევ ცოტა ხანს ტოვებენ გასაშრობად. უკვე გამშრალ ხაჭოს თიხის ქოთნებში ან ქვევრში ათავსებენ და იქ თვე-ნახევარი-ორი თვე ავარგებენ. 

დამბალხაჭო საგემოვნო თვისებებით უნიკალური და პიკანტურია.
აღსანიშნავია, რომ ის ქართული ქვევრის რქაწითელს ძალიან უხდება

 

 

წყარო

 

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
6 საუკეთესო ბერძნული კუნძული ღამის ცხოვრებისთვის

6 საუკეთესო ბერძნული კუნძული ღამის ცხოვრებისთვის

5 October, 2024
“XEC COVID Variant Spreads to Ukraine, Norway, Slovenia, Croatia—And Possibly Georgia, as Worldwide Cases Rise Rapidly” – Giorgi Pkhakadze

“XEC COVID Variant Spreads to Ukraine, Norway, Slovenia, Croatia—And Possibly Georgia, as Worldwide Cases Rise Rapidly” – Giorgi Pkhakadze

ოქტომბერი 7, 2024
“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 4 ოქტომბერი

“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 4 ოქტომბერი

4 ოქტომბერი 2024
3 ნეიტრალური ფერი თანამედროვე და მარადიული ინტერიერის შესაქმნელად

3 ნეიტრალური ფერი თანამედროვე და მარადიული ინტერიერის შესაქმნელად

ოქტომბერი 6, 2024
მკურნალი ოსპის საოცარი თვისებები – ვირუსული ინფექციები: როგორ უნდა გაუმკლავდეთ და რა საკვებით უნდა მივიღოთ

მკურნალი ოსპის საოცარი თვისებები – ვირუსული ინფექციები: როგორ უნდა გაუმკლავდეთ და რა საკვებით უნდა მივიღოთ

ოქტომბერი 2, 2024
ზოდიაქოს ეს ნიშნები ცხოვრებაში პირველად დაიჯერებენ სასწაულის – ვის ცხოვრებას შეცვლის ახალმთვარეობა

ზოდიაქოს ეს ნიშნები ცხოვრებაში პირველად დაიჯერებენ სასწაულის – ვის ცხოვრებას შეცვლის ახალმთვარეობა

4 ოქტომბერი 2024
რა აქტივობები იგეგმება “თბილისობაზე” 5 და 6 ოქტომბერს – დაგეგმილი პროგრამა საათების მიხედვით

რა აქტივობები იგეგმება “თბილისობაზე” 5 და 6 ოქტომბერს – დაგეგმილი პროგრამა საათების მიხედვით

ოქტომბერი 2, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ოქტომბერი 3, 2024
საბერძნეთის ღირსშესანიშნაობები: მოგზაურობისთვის აუცილებელი ადგილები

საბერძნეთის ღირსშესანიშნაობები: მოგზაურობისთვის აუცილებელი ადგილები

6 ოქტომბერი 2024
თბილისობა 2024 გრელდება – ორდღიანი ზეიმი რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე

თბილისობა 2024 გრელდება – ორდღიანი ზეიმი რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე

ოქტომბერი 6, 2024
გაგაცნობთ ქართველ მოსწავლეებს, რომლებიც ზედა კიდურის პროთეზს აწარმოებენ და საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსებში იმარჯვებენ

გაგაცნობთ ქართველ მოსწავლეებს, რომლებიც ზედა კიდურის პროთეზს აწარმოებენ და საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსებში იმარჯვებენ

ოქტომბერი 5, 2024
საოცარი ამბები დათვებზე

საოცარი ამბები დათვებზე

ოქტომბერი 4, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები