უძველესი დროიდან საქართველო ცნობილია, როგორც მევენახეთა და მეღვინეთა ქვეყანა.
საქართველოსთვის ვაზს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღემდე მოაღწია ვაზის უნიკალურმა, ენდემურმა ჯიშებმა. სწორედ ამ ჯიშების გადარჩენა, გამრავლება და აღორძინება განაპირობებს დღეს-დღეობით მეღვინეობა-მევენახეობის განვითარებას.
გთავაზობთ ვაზის მავნებლებთან მრძოლის მეთოდებს:
მექანიკური მეთოდებიდან კარგ შედეგს იძლევა ვაზის დროულად გაფურჩქვნა, რადგან ამ პირობებში მავნებლის კვერცხების დიდ ნაწილს პირდაპირ ხვდება მზის სხივები და იღუპება. ყურძნის ჭიას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე. ბიოლოგიური პრეპარატებიდან კარგ შედეგს იძლევა 1%-იანი ბიტოქსიბაცილინი, დენრობაცილინი ან ლეპიდოციდი. პირველ თაობაზე წამლობა ტარდება მაშინ, როდესაც მტევნები კოკრებშია, მეორე ყვავილობის დამთავრებისთანავე. მესამე კი სიმწიფის წინ, მარცვლების შეთვალებისას.
მასალის გამოყენების პირობები