შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: რა უნდა იცოდეთ ალადასტურის შესახებ
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სასმელებისიახლეებისხვა-ამბებიქართული სამზარეულო

რა უნდა იცოდეთ ალადასტურის შესახებ

რა უნდა იცოდეთ ალადასტურის შესახებ
თაკო ფრიცხელაური
ავტორი
თაკო ფრიცხელაური
გამოქვეყნებული: სექტემბერი 12, 2026
გაზიარება
გაზიარება

„არ დამსაჯოთ, ამ ღვინის დალევაზე ალაჰმა დასტური მომცა!“ – ზოგიერთი ისტორიკოსი საქართველოში შემოსული არაბული ჯარების ერთ-ერთი ჯარისკაცის ამ ნათქვამს უნიკალური ვაზის ჯიშის – ალადასტურის (ალაჰ დასტურ) სახელწოდების წარმოშობას უკავშირებს.

ალბათ არაბებამდე მას სხვა სახელი ერქვა, რომელიც ზეპირსიტყვიერებამ ვერ შემოგვინახა. ჯარისკაცის ამბავი რამდენად მართალია, ეს საკითხავია, მაგრამ ერთი კი ფაქტია – არაბებს იმდენად მოსწონებიათ საქართველოში ამ ყურძნის წვენისგან დაყენებული ღვინო, რომ, მიუხედავად მათ აღმსარებლობასთან აბსოლუტური შეუთავსებლობისა, გემრიელად და უხვადაც შეექცეოდნენ.

სად შეხვდებით ალადასტურის ვენახებს?

ალადასტურის ვენახს ისტორიულად ქვემო იმერეთსა და გურიაში აშენებდნენ, უფრო მეტად კი გურიაში. ეს იმდენად გამძლე და ძლიერი ვაზია, რომ მაღალ ხეებზეც რომ გაუშვა და არ მოუარო, მაინც საოცრად უხვ მოსავალს მოგცემს. ბევრი გურული გლეხი ასეც იქცეოდა და ამ ულამაზეს მხარეში რთველიც განსხვავებული იციან  – ყოჩაღი კაცები ხეებზე ადიან, თან თოკზე გამობმული გიდელი მიაქვთ, ავსებენ და ნელ-ნელა უშვებენ ქვემოთ დასაბინავებლად. გიდელი მოწნული ჭურჭელია, რომელსაც წვეტიანი ძირი აქვს. ეს იმიტომ, რომ ზემოდან დაშვებისას ძირი ხის ტოტებს არ გამოედოს და მოსავალი არ დაიბნეს. ალადასტურის ხეებზე გაშვება კიდევ იმიტომ არის მოგებიანი გურულებისთვის, რომ ეს მხარე მთაგორიანი და მცირემიწიანია, თანაც მაღალი ტენიანობაა და დიდ სიმაღლეზე გაშვებული ვაზი კარგადაც ნიავდება (რაც სოკოვანი დაავადებების გაჩენისგან იცავს).

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

დღეს ალადასტური კლასიკურ ვენახებადაა გაშენებული და კარგი მოსავლიანობითაც გამოირჩევა. ალადასტურის მოსავალი ზამთრის პირას – ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში იკრიფება. მაგრამ სანამ ღვინო თქვენს ჭიქაში აღმოჩნდება, მას თითქმის მთელი წლის მანძილზე სჭირდება შრომა. როგორც ამბობენ, „ალადასტურს ახალ პატარძალზე მეტი მოვლა-პატრონობა უნდა“. 

ღვინო ალადასტური

და მართლაც, თუ მეღვინე-მევენახემ ძალ-ღონე და გულისხმიერება არ დაიშურა, კარგ წითელ ღვინოს მიიღებს. ალადასტურისთვის ტიპურია წითელი ხილისა და შავი პილპილის არომატები.

ალადასტური და კერძები

READ  შედედებული რძის ტკბილი ბლინები – ცხვება უფრო სწრაფად და ძალიან გემრიელია

ყველა ღვინოს თავისი შესაფერისი კერძი სჭირდება. დიახ, ღვინოს – კერძები და არა პირიქით. ალადასტურს ძალიან უხდება როგორც ხორცეული – შემწვარიც და მოხარშულიც, ისე ზღვის პროდუქტები. ის აღმოსავლურ კერძებთანაც კარგად მეგობრობს. ზაფხულში ჩაცივებულ ალადასტურს ძალიან უხდება ადგილობრივი სეზონური ხილი. ეს ზოგადად, კონკრეტულად კი, როდესაც საქართველოში ჩამოხვალ, საკუთარი შეგრძნებებითა და სურვილებით უფრო კარგად მიაგნებ შესაბამის კერძებს და, რაღა თქმა უნდა, გამოცდილი სომელიეს რეკომენდაციაც დაგეხმარება.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

ალადასტური ფოლკლორსა და ლიტერატურაში

შეუძლებელია, ღვინოს განსაკუთრებული ადგილი არ დაეკავებინა ფოლკლორულ ნიმუშებში.

ასევე საინტერესოა, რომ ყველაზე ხშირად ხალხურ ფოლკლორში სწორედ ალადასტურის ვაზი და ღვინოა მოხსენიებული. ალადასტურს ნახავთ ისტორიულ წყაროებშიც, ლექსებში, პოემებში, სიმღერებში, ხალხურ გამონათქვამებსა და ანდაზებში. არადა ალადასტური სხვა ჯიშის ვენახებზე ბევრად ნაკლებ ფართობზეა გაშენებული საქართველოში. 

ალადასტურს თანამედროვე მწერლობაშიც შეხვდებით.

სხვა დეტალები

ალადასტური ახალი ღვინოების კატეგორიაში გადის. ახლო მანძილზე ტრანსპორტირებას კარგად იტანს და 3-5 წლამდე უცვლელად ინარჩუნებს გემოვნურ თვისებებს.

 

 

წყარო

 

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • დააგემოვნეთ ქართული გემოები ლონდონის ქართულ რესტორანში
  • ქართული სუფრის ტრადიცია საშემსრულებლო ხელოვნებაა – ბლოგი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს
  • ყველაფერი, რაც იტალიური სამზარეულოს შესახებ უნდა იცოდეთ
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ჩემი დედამთილის საფირმო რეცეპტი. ვინც არ იცის შემდგენლობა, სოკოს ღვეზელი ჰგონია.
ქვევრი – ქართული ტრადიციული უძველესი ღვინის ჭურჭელი
ასურეთული შალა – ღვინის უნიკალური სახეობა
ქართული სამზარეულოს საერთაშორისო რეიტინგი
იმპორტირებული ბალი- სტატისტიკა და ღირებულება
TAGGED:ტრადიციაქართული სამზარეულოქართული ღვინოღვინოშენი სუფრა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორითაკო ფრიცხელაური
ჟურნალისტი — რეცეპტები და ქართული სამზარეულო. წერს ტრადიციულ და თანამედროვე კერძებზე, სუფრის კულტურასა და სეზონურ პროდუქტებზე.
წინა სტატია მოამზადეთ ბრინჯი არაქისითა და პესტოს სოუსით მოამზადეთ ბრინჯი არაქისითა და პესტოს სოუსით
შემდეგი სტატია ფუმფულა სოდის გარეშე! ჩემი საყვარელი საშემოდგომო კერძი ვაშლით. ფუმფულა სოდის გარეშე! ჩემი საყვარელი საშემოდგომო კერძი ვაშლით.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?