შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: აშშ-დან სამშობლოში დაბრუნებული წარმატებული მეღვინე ქალის შთამბეჭდავი ისტორია – ექსკლუზიური ინტერვიუ
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
ექსკლუზივიკერძებისასმელებისიახლეებიქართული სამზარეულო

აშშ-დან სამშობლოში დაბრუნებული წარმატებული მეღვინე ქალის შთამბეჭდავი ისტორია – ექსკლუზიური ინტერვიუ

წარმატებული ქართველი მეღვინე ქალი ვენახებში ღვინის ჭურჭელთან ერთად
აშშ-დან სამშობლოში დაბრუნებული მეღვინე ეკა ჭვრიტიძე ქართული ღვინის კულტურას ახალ სუნთქვას სძენს. მისი ისტორია გვიჩვენებს პასიისა და ტრადიციის ერთმანეთთან შეხამების შესაძლებლობას.
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: აგვისტო 4, 2026
გაზიარება
გაზიარება

“შენი სუფრა” მეღვინე ქალთან, ეკა ჭვრიტიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ… “სამზარეულოს ომების” გამარჯვებული და წარმატებული მეღვინე უკვე დიდი ხანია, აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდა და მშობლიურ მხარეში, კახეთში დასახლდა… ქალბატონი ეკა ღვინის დაყენების მისეულ ხედვებსა და ცხოვრების მთავარ გატაცებაზე – ცხენოსნობაზე გვესაუბრა…

– საკმაოდ წარმატებული და შემდგარი ხართ თქვენს საქმეში… გვიამებთ, როგორ დაიწყო თქვენი თავგადასავალი ისეთ საინტერესო სფეროში, რასაც მეღვინეობა ჰქვია?

Contents
  • “შენი სუფრა” მეღვინე ქალთან, ეკა ჭვრიტიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ… “სამზარეულოს ომების” გამარჯვებული და წარმატებული მეღვინე უკვე დიდი ხანია, აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდა და მშობლიურ მხარეში, კახეთში დასახლდა… ქალბატონი ეკა ღვინის დაყენების მისეულ ხედვებსა და ცხოვრების მთავარ გატაცებაზე – ცხენოსნობაზე გვესაუბრა…
    • იხილეთ ასევე

-რეალურად ეს არასდროს ყოფილა ჩემი ოცნება, წინასწარ არც დამიგეგმავს. შემდეგ ჩემს მომავალ მეუღლეს შევხვდი, რომლის ოცნებაც სწორედ ის იყო, რომ მეღვინე გამხდარიყო. შემდეგ შევვუღლდით და გადავწყვიტე ყველანაირად გვერდში დავდგომოდი, რომ ბავშვობის ოცნება რეალობად ექცია.

მეღვინე ეკა ჭვრიტიძე ვენახში, კახეთი

– როგორც ვიცი, თქვენი ღვინო ძალიან არომატულია… რა არის ის მთავარი ნიშა, რომელიც თქვენს ღვინოს სხვებისგან გამოარჩევს?

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

– პირველ რიგში – ადგილმდებარეობა.  ჩემი ვენახები სოფელ არგოხში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეს ადგილი ვაზისთვის იდეალურია. ქისის ჯიში სწორედ აქედანაა წარმოშობით, სამ სოფელში მოდის და ერთ-ერთი არის არგოხი. ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს ვენახისთვის, კლიმატს, მიკრო კლიმატს, მიწის შემადგენლობას. და მეორე ის არის, რომ ჩემი მეუღლე ორგანული ქიმიკოსია, არის პროფესორი. ვფიქრობ, ღვინის წარმოება, ისე როგორც ამას ჩვენი მამა-პაპანი აკეთებდნენ, ძალიან კარგი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებელია ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას და ჩემი მეუღლის ეს პროფესია ძალიან გვეხმარება ღვინის წარმოების ჩვენი სტილის შექმნაში. რისკიანი უნდა იყო, როცა ამ საქმეს იწყებ, ღვინის წარმოება მთლიანად ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკაა. რაც მთავარია, ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ, ვსხდებით, ვლაპარაკობთ და ასე ერთად ვაკეთებთ ღვინოს.

READ  მწვანე სალათი ორაგულით

ქართული ღვინის დაყენების პროცესი ქვევრში

– აშშ-ზეც მინდა გკითხოთ – რამ შთაგაგონათ, რომ იქაური ცხოვრება მიგეტოვებინათ და სამშობლოში დაბრუნებულიყავით?

– მონატრება, ეს იყო ერთადერთი ფაქტორი. სულ საქართველოზე ვფიქრობდი და დეპრესიაში ვიყავი.

– მესმის, ნამდვილად… ცნობილი კულინარიული შოუს “სამზარეულოს ომების” გამარჯვებულიც ხართ… როგორია თქვენი კულიანარიასთან ურთიერთობა, ვთქვათ, რომელია ის გამორჩეული კერძი, რომელსაც ყველაზე დიდი სიამოვნებით ამზადებთ?

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

– კი, მე და ჩემი მეგობარი ვმონაწილეობდით ამ პროექტში და მართლაც დიდი შრომის ფასად მოვიგეთ. რაც შეეხება ჩემს საყვარელ კერძს, ქართული სამზარეულოდან ასე განცალკევებულად ვერ ვიტყვი. უდიდეს პატივს ვცემ მეგრულ სამზარეულოს. ზოგადად, ქართულთან ერთად უცხოური სამზარეულოდან მომწონს ფრანგული და იაპონური კულინარია.

ეკა ჭვრიტიძე ცხენთან ერთად ჯირითში

– ბევრი ფოტო გაქვთ ჯირითისას გადაღებული… რა როლს თამაშობს ცხენოსნობა თქვენს ყოველდღიურობაში და საკუთარი ცხენები თუ გყავთ?

– მე თუში ვარ და თუშებისთვის ცხენი ყველაფერია. მეც მთელი ბავშვობა ცხენით ჯირითში გავატარე. დოღებშიც ვიღებდი მონაწილეობას, რომ დავფიქრდე არც მახსოვს პირველად როდის დავჯექი ცხენზე. ასე შევისისხლხორცე, ალბათ, როგორც ბათუმელ ბავშვს ზღვა უყვარს, ისე მიყვარს მეც ცხენები. ჩემი ოცნებაც ეს იყო, მინდოდა, ჩემი ცხოვრება ყოფილიყო ცხენებთან დაკავშირებული. მინდოდა, რამე ბიზნესიც გამეკეთებინა, მაგრამ მეღვინეობაში წამოვედი და ეს ცხენები ახლა ასე “აპეტაიზერად” მყავს.

ვენახები არგოხში, ახმეტის მუნიციპალიტეტი

– მაგრამ მოამავალში შეიძლება ბავშვობის ოცნებაც აიხდინოთ… ?

– ცხენები ყოველთვის იქნებიან ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ახლა პირველ რიგში ვარ დედა და ახლა ნამდვილად ვეღარ გავრისკავ დოღში მონაწილეობას. ისე, რომ ვიხსენებ, ისეთ ცხენებზე ვმჯდარვარ, მიკვირს ცოცხალი რომ გადავრჩი. ცხენები სულ მეყოლება, თუმცა ასე აქტიურად ვერ ვიქნები ჩართული ამ საქმეში.

– ბოლოს გკითხავდით – რას ურჩევდით დამწყებ მეღვინეებს? რამდენად რთულია ამ სფეროში დამკვიდრება და რა უნდა გაითვალისწინონ?

– ალბათ, ასე მიკერძოებულად მეღვინეებს ვერფერს ვურჩევ. ერთადერთი რაც შეიძლება ვურჩიო, ყოველთვის თავის გულის ხმას მიჰყვნენ. რაც გიყვარს ის უნდა აკეთო, თუ საქმეს ვერ შეიყვარებ, თავი უნდა დაანებო. ერთხელ ვიბადებით, ცხოვრება ხანმოკლეა და ვფიქრობ ის უნდა ვაკეთოთ, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. რაც შეეხება მეღვინეობას – ქართული ღვინის ჯიშებს ძალიან უხდება ასამბლაჟი, როცა რამოდენიმე ჯიშს ერთად წურავ, ვთქვათ, ქისი, მწვანე და რქაწითელი.

READ  გთავაზობთ სააღდგომო კვერცხის შეღებვის მეთოდს ხახვის ფურცლებით

სამზარეულოს ომების გამარჯვებული ეკა ჭვრიტიძე

–მადლობა საინტერესო საუბრისთვის და დიდ წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმეში!

-თქვენც ასევე, წარმატებები!

ავტორი: გიორგი პაპუაშვილი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

იხილეთ ასევე

  • ქართული ღვინო – ისტორიით ერთ-ერთი უძველესი ევროპაში
  • მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო კულინარიული ტრადიციები, რომლებიც უნდა დააგემოვნოთ
  • “ყველაფერი რთული ხდება მაშინ, როდესაც  წონის დაკლების მიზნით, მკაცრ დიეტას ვიწყებ”- ექსკლუზიური ინტერვიუ ელენე ლოლაძესთან
  • გურული Ჭადები -რიᲗი გამოირᲩევა და რა ხდის მას განსაკუᲗრებულს
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

გვაკამოლე -მოამზადეთ მარტივად
საოცარი მარინადი ხორცისთვის. სომხური ბასტურმა მწვადისთვის.
10 ნაბიჯი თქვენი ოცნების საძინებლის შესაქმნელად
ეს უნდა იცოდეთ! აღდგომის ტრადიციები და საინტერესო ფაქტები
კიტრის მარტივი სალათი პიტნით
TAGGED:ექსკლუზივიინტერვიუქართული სამზარეულოქართული ღვინოღვინო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია მოამზადეთ ბრინჯი სწორად მოამზადეთ ბრინჯი სწორად
შემდეგი სტატია შაქარს არ ვურევ, მაგრამ გულუხვად ვამატებ კაკაოს ფხვნილს, ხოლო ტრიუფელის გემოს მისაღწევად, საიდუმლო ინგრედიენტს ვამატებ. შაქარს არ ვურევ, მაგრამ გულუხვად ვამატებ კაკაოს ფხვნილს, ხოლო ტრიუფელის გემოს მისაღწევად, საიდუმლო ინგრედიენტს ვამატებ.
2 კომენტარი
  • გამოხმაურება: ქართული ღვინო - 8000 წლის უნიკალური ისტორია
  • გამოხმაურება: ტრიუფელის ტორტი კაკაოთი და არაჟნით - რეცეპტი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?