5 საახალწლო კერძი

0
82
#post_seo_title

5 საახალწლო კერძი – “წასახემსებელი კერძები სადღესასწაულო სუფრაზე სულაც არაა მთავარი” – ამით ვატყუებთ საკუთარ თავს ყოველ ჯერზე, როცა სტუმრების მისაღებად ვემზადებით. ვფიქრობთ უფრო მნიშნელოვანია მოვიფიქროთ ცხელი კერძი და გარნირი, დესერტის მომზადება უკვე წინა საღამოდან დავიწყოთ, ასევე მთავარია ვიყიდოთ ღვინო…. ამიტომაც წასახემსებელი საშუალებები სიის ბოლოში იკავებენ ადგილს.

5 საახალწლო კერძი

მაგრამ, დაიმახსოვრეთ, რომ მენიუს ეს ნაწილი მნიშვნელოვანია. სუფრა ღარიბულად, ხოლო კერძების სია დაუფიქრებლად გამოიყურება, როცა წასახემსებელი არაა. ყველაზე მარტივი და სწრაფი ვარიანტი ბუტერბროდებია. მაგრამ, თუ სერიოზულად გსურთ თავის დაჭერა, მოამზადეთ ეს კერძები:

ფურშეტის სალათი

5 საახალწლო კერძი

უკვე გადაწყვიტეთ სალათა საახალწლოდ? ხშირად ეს ნამდვილი პრობლემაა. ხორცის, გარნირის და დესერტის შემთხვევაში საქმე მარტივადაა, სალათას კი ჩიხში შევყავართ. მაგრამ ამ რეცეპტის შემხედვარე, ზუსტად გეცოდინებათ რა მოამზადოთ.

ინგრედიენტები

  • 150გ ქათმის ფილე
  • 150 გ სტაფილო კორეულად
  • 300 გ სოკო შამპინიონი
  • 100 გ მაიონეზი
  • 3 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

5 საახალწლო კერძი

მომზადების ხერხი

  1. შეწვით ფილე. დატოვეთ გასაცივებლად. შემდეგ დაჭერით ხორცი კუბიკებად.
  2. გარეცხეთ შამპინიონები. დაჭერით და შეწვით მზესუმზირის ზეთში.
  3. აურიეთ ყველა ინგრედიენტი. მოკაზმეთ სუნელებითა და მაიონეზით.
  4. სალათი სპეციალურ ფორმებში ჩასვით.

ამ სალათს გამოიყენებთ როგორც ფურშეტისთვის, ისე ერთ თეფშე მოსათავსებლად დიდი სუფრისთვის.

კრაბის ჯოხები შიგთავსით

5 საახალწლო კერძი

ახალი წელი კრაბის სალათის გარეშე დღესასწაული არაა. ამ პოპულარული პროდუქტის მიქსს უამრავ რამესთან აკეთებენ. ყველაფერი გემრიელი და ორიგინალურია. ამჯერად წარმოგიდგენთ არა სალათას, არამედ წასახემსებელ საშუალებას.

ინგრედიენტი

  • 200 გ კრაბის ჯოხები
  • 3–4 კვერცხი
  • 100 გ მაგარი ყველი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 კამა
  • 100 გ მაიონეზი
  • მარილი პილპილი გემოვნებით

5 საახალწლო კერძი

მომზადების ხერხი

  1. მოხარშეთ კვერცხი. გააცალკევეთ გული და ცილა.
  2. დაჭყლიტეთ ნიორი.
  3. დაკეპეთ კამა და  დაჭერით ყველი.
  4. კვერცხის გულის გარდა ყველა ეს ინგრედიენტი აურიეთ. დაამატეთ მაიონეზი, მარილი, პილპილი.
  5. გადმოატრიელეთ კრაბის ჯოხები.  მიღებული მასა შიგთავსად მოათავსეთ, დახურეთ ისე რომ მთლიანად შიგნით დარჩეს.
  6. დაამატეთ მაიონეზი ორივე მხრიდან. მორთეთ კვერცხის გულით.

კერძი ყველას მოეწონება!

შამპინიონები ქათმით

5 საახალწლო კერძი

როგორც კრაბის ჯოხები, სოკოც დიდიხანია რაც სადღესასწაულო მენიუს პოპულარული კერძი გახდა. მისგან აკეთებენ პუდინგებს, რულეტებსა და სალათებს. თუ უფრო მეტ შამპინიონს გამოვიყენებთ, მათი შევსება ხორცის შეგთავსითა და ყველითაც შეიძლება.

ინგრედიენტები

  • 500 გ ქათმის ფილე
  • 60 გ ფეტა
  • 1 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 10 დიდი შამპინიონი
  • 100 გ მოცარელა
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • მწვანილი
  • ქ ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

5 საახალწლო კერძი

მოზმადების ხერხი

  1. გარეცხეთ სოკო. გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. მოაჭერით ფეხები.
  2. აიღეთ გამოსაცხობი ფორმა. ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. გადაიტანეთ მასზე სოკოს ქუდები.
  3. დაკეპეთ ფილე. შეწვით მზესუმზირის ზეთში.
  4. დაჭერით შამპინიონის ფეხები. ტაფაზე ქათამთან ერთად მოათავსეთ. 5 წუთი წვით.
  5. აურიეთ არაჟანი და ფქვილი. დაამატეთ საკმაზები. დაასხით ტაფაზე ქათამთან ერთად და 10 წუთი წვით. გადმოიღეთ და აცალეთ გაციება.
  6. მიკროტალღური ღუმელი 180 °С-ზე გააცხელეთ.
  7. ფეტა ტაფაზე მოათავსეთ. ყველს ოხრახუში შეურიეთ.
  8. ამ მასით სოკოს ქუდები შეავსეთ. თითოეულ მათგანს დაამატეთ მოცარელა.
  9. ღუმელში 15 წთ გამოაცხვეთ.

მსგავსი წასახემსებელი საშუალება არასდროს დაგრჩებათ მეორე დღისთვის.

თევზის წასახემსებელი

5 საახალწლო კერძი

სანამ თქვენი ნაცნობები ძვირადღირებულ წითელ თევზს ყიდულობენ, გთავაზობთ წასახემსებელი კერძი სარდინისგან გააკეთოთ.

ინგრედიენტები

  • 250 გ სარდინის კონსერვი
  • 50 გ მწვანე ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 1 მჟავე ვაშლი
  • 1 კონა მწვანილი
  • 3 პომიდორი
  • 100 გ მაიონეზი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

5 საახალწლო კერძი

მოზმადების ხერხი

  1. დაჭერით სტაფილო. გაასუფთავეთ მჟავე ვაშლი კურკებისგან, გათალეთ და დაჭერით.
  2. თევზის ფილე ძვლებისგან გაანთავისუფლეთ.
  3. დააქუცმაცეთ ხახვი და მწვანილი.
  4. აურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი. მორთეთ მარილით, პილპილით და მაიონეზით.
  5. დაჭერით პომიდორი მრგვლად და წვრილად. მოათავსეთ თეფშზე.
  6. პომიდორის ნაჭრებზე მოათავსეთ თევზის მასა.

1 პორციის დაგემოვნების შემდეგ, მეორე აუცილებლად მოგინდებათ.

ქათმის რულეტი ბოსტნეულით

5 საახალწლო კერძი

ასეთი მარტივი წასახემსებელი საშუალება შესაძლოა მენიუს მთავარი კერძი გახდეს, თუ გარკვეულ ცვლილებეს შეიტანთ. სტანდარტული სოკოს მასის მაგივრად გამოიყენეთ ომლეტი ბოსტნეულით.

ინგრედიენტები

  • 400 გ ქათმის ფილე
  • 3 კვერცხი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 150 გ სოკო
  • 2 პომიდორი
  • 1 კონა მწვანილი
  • 1 ს.კ. მაიონეზი
  • 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

5 საახალწლო კერძი

მოზმადების ხერხი

  1. ქათმის ფილის გასწვრივ გააკეთეთ განაჭერი, მაგრამ არა ბოლომდე. მოამზადეთ. არ დაგავიწყდეთ სუნელების დამატება.
  2. გატეხეთ კვერცხი მაიონეზთან ერთად.
  3. გარეცხეთ და დაჭერით ბულგარული წიწაკა. დააქუცმაცეთ სოკო და პომიდორი. დაჭერით მწვანილი. ბოსტნეული კვერცხის მასაში მოათავსეთ.
  4. შეწვით ომლეტი ზეთში.
  5. მოათავსეთ ომლეტი ფილეზე.
  6. ამოატრიალეთ რულეტი. შეფუთეთ საკვებისთვის განკუთვნილ გამჭვირვალე სახვევში
  7. აადუღეთ წყალი. რულეტი მასში მოათავსეთ და ნელთბილ ცეცხლზე 40 წუთი ხარშეთ.
  8. დასრულების შემდე 1 საათით მაცივარში შედგით. მოხსენით პარკი და მიიტანეთ სუფრაზე.

შეგიძლიათ რულეტი ნაჭრებად დაჭრათ, მორთოთ სალათის ფურცლებით.. მარტივი, გემრიელი, ხელმისაწვდომი – საყვარელი წასახემსებელი საშუალება.

დაე, ყოველ წელს ახალი წელი სხვადასხვანაირი იყოს. არ შეწყვიტოთ სტუმრების გაოცება იდეალური კერძებით. გაუმხილეთ იდეები მეგობრებს.

მასალის გამოყენების პირობები