სამშაბათი, მაისი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი3 ჯანსაღი და მარტივი საუზმე - 10 წუთში

3 ჯანსაღი და მარტივი საუზმე – 10 წუთში

ჯანსაღი საუზმე დღის ენრგიული დასაწყისია. თუ დილით ნოყიერ და ჯანსაღ საუზმეს მიირთმევთ დიდხანს გექნებათ სისავსის გრძნობა, არ გექნებათ არაჯანსაღი საკვების მოთხოვნილება და გაგიმარტივდებათ კონცენტრაცია.

ხშირად, დროის უქონლობის გამო, გვიჭირს ჯანსაღი და გემრიელი საუზმის მოფიქრება. ამიტომ, გთავაზობთ 3 რეცეპტს ჯანსაღი, მარტივი და რაც მთავარია, გემრიელი საუზმისათვის.

3 ჯანსაღი და მარტივი საუზმე – 10 წუთში | შენი სუფრა

შვრიის ფაფა ხილით 

 

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, ამავდროულად ნოყიერი, ჯანსაღი და გემრიელი საუზმე. შვრია მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით და აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები. შვრია ასევე შეიცავს ბოჭკოსა და ცილას. მასთან ერთად შეგიძლიათ ბოჭკოვანი (ხილი) ან ცილოვანი პროდუქტი (თხილეული, ყველი) მიირთვათ.

3 ჯანსაღი და მარტივი საუზმე – 10 წუთში | შენი სუფრა

ჩიას პუდინგი 

ჩიას პუდინგი კიდევ ერთი მარტივი, უნივერსალური და გემრიელი საუზმეა. პირველ რიგში, ჩიას თესლები სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით, ის შეიცავს ბოჭკოს, ცილასა და მცენარეულ ომეგა-3 ცხიმებს, ამასთანავე გააჩნია ანდიოქსიდანტური თვისებები. შვრიის ფაფის მსგავსად, ჩიას პუდინგიც მარტივად შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს გემოვნებას.

3 ჯანსაღი და მარტივი საუზმე – 10 წუთში | შენი სუფრა

ომლეტი ბოსტნეულით 

ომლეტი ერთ-ერთი საუკეთესო საუზმეა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ტკბილი არ უყვარს. კვერცხი მდიდარია ცილითა და ვიტამინებით, თანაც მისი მომზადება ბევრნაირად შეიძლება. უმჯობესია, თუ ომლეტის მომზადებისას გამოიყენებთ ზეითუნის ზეთს. ასევე, იმისთვის რომ საუზმე მართლაც ჯანსაღი იყოს, კვერცხთან ერთად მიირთვით დიდი რაოდენობით სხვადასხვა ბოსტნეული. თქვენი მიზანია, თეფშის ნახევარი მაინც სხვადასხვა ფერის ბოსტნეულს ეკავოს, რადგან სხვადასხვა ფერის ბოსტნეულს, სხვადასხვა სახის სარგებლობა მოაქვს ჩვენი ორგანიზმისათვის.

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  უკვე მიხვდა ან მიახვედრეს, რომ უკრაინა არ არის 2-3-კვირიანი კომპიუტერული თამაში - ვისზე წერს გიორგი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები