ხაჭოს ამ ვარენიკებმა ბავშვობაში დამაბრუნა

0
21
#post_seo_title

ვარენიკები ბავშვობიდან ყველას უყვარს. სახლის პირობებში მომზადებული ბევრად უფრო გემრიელი და ფაფუკი გამოდის, ვიდრე ის, რაც მზა სახით იყიდება. უმჯობესია, თუ ვარენიკს კეფირზე მოამზადებთ.

ნამდვილი უკრაინული ვარენიკები საერთოდ არ ჰგავს ნახევარფაბრიკატებს. ისინი ნახევარმთვარის ფორმის პელმენებს უფრო წააგავს.

დღეს ჩვენ გთავაზობთ სწორედ უკრაინული ვარენიკების შეუდარებელ რეცეპტს.

ხაჭოს ამ ვარენიკებმა ბავშვობაში დამაბრუნა

ინგრედიენტები

  • 400 გ ხაჭო
  • 1 ცალი კვერცხი
  • 2 ს. კ. შაქარი
  • 300 მლ კეფირი
  • 2 ს. კ. მანი
  • 300 გ ფქვილი
  • 1 ჩ. კ. სოდა
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი

მომზადება

1. დაიწყეთ შიგთავსით: ხაჭო და კვერცხი კარგად ასრისეთ შაქართან და მანისთან ერთად. დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი, რათა არ გაშრეს და გადადეთ გვერდზე. მანი უნდა გაფუვდეს.

ხაჭოს ამ ვარენიკებმა ბავშვობაში დამაბრუნა

2. გაცერით ფქვილი, შეურიეთ მას სოდა და მარილი. შემდეგ დაამატეთ კეფირი და მოზილეთ რბილი ცომი, რომელიც ხელებს ეკრობა.

ხაჭოს ამ ვარენიკებმა ბავშვობაში დამაბრუნა

3. მოაყარეთ ცომს ფქვილი, დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დაასვენეთ ათი წუთით.

ხაჭოს ამ ვარენიკებმა ბავშვობაში დამაბრუნა

4. ცომი გააბრტყელეთ მრგვლად ნახევარი სმ სისქის ფირფიტის სახით. ამოჭერით მისგან წრეები.

ხაჭოს ამ ვარენიკებმა ბავშვობაში დამაბრუნა

5. შიგთავსი დაადეთ ცომს და ცოტათი გაჭიმეთ. შემდეგ შეუერთეთ ნაპირები თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით.

ხაჭოს ამ ვარენიკებმა ბავშვობაში დამაბრუნა

6. აადუღეთ წყალი და მოხარშეთ ვარენიკები ჩვიდი წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ ჭარბი რაოდენობა გაყინოთ.

ხაჭოს ამ ვარენიკებმა ბავშვობაში დამაბრუნა

ასეთი ვარენიკის ცომი გამოდის უფრო წვნიანი და ჰაეროვანი. ის არ იშლება. მსგავს ცომში ნებისმიერი შიგთავსი გემრიელი იქნება. თუმცა ყველაზე მეტად ხაჭოსა და კენრის კომბინაციაა წარმატებული. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ალუბალი ან მარწყვი – ასეთ შემთხვევაში ვარენიკები ივსება ტკბილი წვენით და ხარშვისას მაინც არ იშლება.

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები