ღორის მკერდი სოიოს სოუსში აზიურად

0
21
#post_seo_title

აზიურ სტილში მომზადებული კერძები ძალიან პიკანტურია და იოლადაც კეთდება. განსაკუთრებით გემრიელი გამოდის ღორის ხორცი სოიოს სოუსსა და ღვინოში. თუ არ გიყვართ ხსენებული ხორცი, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქათმის მუქი ნაწილით.

ინგრედიენტები

  • 800 გ ღორის მკერდი
  • 150 მლ მშრალი თეთრი ღვინო
  • 3 კბილი ნიორი
  • ერთი ს. კ. ვაშლის ძმარი
  • ნახევარი ჩ. კ. ჯინჯერის ფხვნილი
  • მეოთხედი ჩ. კ. მწარე წიწაკა
  • ერთი თავი ხახვი
  • 60 მლ სოიოს სოუსი
  • ერთი ს. კ. შაქარი
  • ერთი ცალი დარჩინის ჩხირი
  • ნახევარი ჩ. კ. სეზამის ზეთი

მომზადება

  1. მკერდის ხორცი დაჭერი 1 სმ სისქის ნაჭრებად, წვრილად დაჭერი ხახვი და ნიორი.
  2. სოიოს სოუსს შეურიე შაქარი, ღვინო, ძმარი, ზეთი, ჯინჯერი და წიწაკა.
  3. ღორის ხორცი შებრაწე ღრმა ტაფაში ორივე მხრიდან და შემდეგ გადაიტანე თეფშზე.

ღორის მკერდი სოიოს სოუსში აზიურად

  1. იგივე ტაფაში შეწვი ხახვი და ნიორი დაბალ ცეცხლზე 3 წუთის მანძილზე.
  2. ჩაყარე ტაფაში ხორცი და მიამატე სოიოს სოუსის მასა და დარიჩინი. დაბალ ცეცხლზე შუშე ეს ყველაფერი, სანამ ხორცი არ დარბილდება.

ღორის მკერდი სოიოს სოუსში აზიურად

ასეთი სახით მომზადებული კერძი ძალიან უხდება ბრინჯს და ასევე ბოსტნეულის სალათას – ეს აზიურ სტილში. თუმცა ღორის ხორცი კარტოფილთან ერთადაც შესანიშნავია.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები