სტაფილოს პიურე ჯინჯერით შემწავრ თევზს ძალიან უხდება -მოამზადეთ შენო რეცეპტით

0
73
#post_seo_title

შემწვარ თევზს ძალიან უხდება კარტოფილის პიურე და ასეთი კომბინაცია ბევრს უყვარს.

პიურე მხოლოდ ერთი გემოთი, მოსაბეზრებელი ხდება და ჩნდება ახალი გემოს გასინჯვის სურვილი.

დღეს შემოგთავაზებთ სტაფილოს პიურეს თევზის გარნირად. ეს აუცილებლად გასასინჯი ვარიანტია. ნაღების დამატება სტაფილოს ძალიან მოუხდა და მას განსაკუთრებული სინაზე მიანიჭა. ნაღების ნაცვლად შეგიძლიათ კი გამოიყენოთ რძე.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ სტაფილო
  • ათი გ ჯინჯერის ფხვნილი
  • 200 გ კარტოფილი
  • ნაღები გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ბოსტნეული გათალე, დაჭერი წვრილ კუბებად და მოხარშე დაბალ ცეცხლზე ბოლომდე.

2. წყალი გადაწურე და ბოსტნეული ჩაჭყლიტე პიურეს სახით საჭყლეტით ან ხელის ბლენდერით.

3. პიურეს მოაყარე მარილი და პილპილი და დაამატე ჯინჯერის ფხვნილი. აურიე. ჩაასხი თბილი ნაღები ან რძე და ათქვიფე სათქვეფით.

ეს პიკანტური და ორიგინალური გარნირი ძალიან უხდება ნებისმიერ თევზს. ერთი შეხედვით მარტივი და იაფი ინგრედიენტებით თავისუფლად შეიძლება სარესტორნე კერძის შექმნა.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები