იტალიური ორცხობილა – კანტუჩი. დიდებული გემო და არომატი!

0
33
#post_seo_title

კანტუჩი – ორჯერ გამომცხვარი ნამცხვარია, გარეგნულად ჩვენთვის ცნობილ ორცხობილებს ჰგავს. მაგრამ პირველი ლუკმიდანვე მიხვდებით განსხვავებას –  რბილი ტექსტურის წყალობით, ის პირში დნება. იტალიაში კანტუჩის არამხოლოდ ყავასთან და ჩაისთან, არამედ, სადესერტო ღვინოსთანაც მიირთმევენ.

ინგრედიენტები

400 გრ ფქვილი

200 გრ შაქარი

3 კვერცხი

65 გრ კარაქი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

1 მწიკვი მარილი

1 ჩ.კ. ვანილის შაქარი

150 გრ თხილი

60 გრ შოკოლადის წვეთები

მომზადება:

გამდნარ კარაქს შეურიეთ კვერცხი და შაქარი, ოდნავ ათქვიფეთ. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილის შაქარი, შოკოლადის წვეთები და თხილი. კარგად მოზილეთ ცომი. ცოტათი წებოვანი გამოვა, მაგრამ ფქვილი არ დაუმატოთ, რადგან ტექსტურას და გემოს შეიცვლის.

 

იტალიური ორცხობილა – კანტუჩი. დიდებული გემო და არომატი!

დაყავით ცომი 3 ნაწილად. მიეცით “ძეხვების” ფორმა. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, მოათავსეთ ცომი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.

 

იტალიური ორცხობილა – კანტუჩი. დიდებული გემო და არომატი!

ოდნავ გააციეთ, დაჭერით დიაგონალებად 1,5 სმ სისქეზე. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე ჭრილების მხრიდან და კიდევ 10 წუთის განმავლობაში გამოაცხეთ.

 

იტალიური ორცხობილა – კანტუჩი. დიდებული გემო და არომატი!

მზა კანტუჩი შეახვიეთ პირსახოცში და გააციეთ.

 

იტალიური ორცხობილა – კანტუჩი. დიდებული გემო და არომატი!

თუ ცომს 2 ს.კ. კაკაოს დაუმატებთ, შოკოლადის კანტუჩს მიიღებთ. სუნელების დამატებაც შეგიძლიათ: დარიჩინი, ჯანჯაფილი, მუსკატის თხილი. მზა ორცხობილები შესანიშნავად ინახება მინის ქილებში 3 თვემდე. მოამზადეთ სიამოვნებით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ