ასეთი დესერტის მომზადება უფრო სასიამოვნოა

0
21
#post_seo_title

ტკბილეული ყველას დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, მით უფრო, თუ ის მარტივად მზადდება. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ შეუდარებლად მსუბუქ და ნაზ დესერტს, რომელიც პირში დნება და იმსახურებს მასზე დახარჯულ დროს (რომელიც არც ისე ბევრია).

ინგრედიენტები გათვლილია 16 სმ დიამეტრის მქონე ფორმისთვის. ხოლო მზა პროდუქტის წონა ნახევარი კილოა.

ინგრედიენტები 

  • 60 გ კრემყველი
  • 65 გ შაქარი
  • 3 ცალი კვერცხის გული
  • 50 გ სახამებელი
  • 500 მლ რძე
  • ნახევარი ჩ. კ. ზეთი
  • ერთი მწიკვი ვანილი
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

1. კრემყველი ჩაჭყლიტეთ შაქართან ერთად, დაამატეთ 2,5 კვერცხის გული და კარგად აურიეთ. შემდეგ ჩაამატეთ სახამებელი და ვანილი. კვლავ კარგად აურიეთ. ჩაასხით ამ მასაში რძეც.

ასეთი დესერტის მომზადება უფრო სასიამოვნოა

2. მიღებული ნარევი საცერის გავლით ჩაასხით პატარა ქვაბში და დადგით ცეცხლზე. მუდმივი მორევით მოხარშეთ სქელი კრემი.

ასეთი დესერტის მომზადება უფრო სასიამოვნოა

3. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. ჩაასხით მასში კრემი და მჭიდროდ დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი. შედგით მაცივარში სამი საათით.

ასეთი დესერტის მომზადება უფრო სასიამოვნოა

4. გაციებული კრემი გაყავით საპორციე ნაჭრებად და დაალაგეთ საცხობ ფორმაზე, რომელსაც პერგამენტის ქაღალდი აქვს ჩაფენილი. თითოეულ ნაჭერს წაუსვით მესამე კვერცხის გულის ნარჩენი. დესერტი შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.

ასეთი დესერტის მომზადება უფრო სასიამოვნოა

სურვილის შემთხვევაში ამ გემრიელი რძის დესერტს ძალიან უხდება ნაყინის ბურთულა, შოკოლადის სოუსი ან კენკრის ჯემი.

გემრიელად მიირთვით და რეცეპტი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

მასალის გამოყენების პირობები