ამის გარეშე ყავის დალევა აღარ მოგინდებათ: ლიმონის ნამცხვარი შედედებული რძით

0
21
#post_seo_title

ერთი ნაჭერი ნამცხვრის მისართმევად ჩაისთან ან ყავასთან ერთად მიზეზი ყოველთვის მოიძებნება. ამიტომ ყოველთვის იოლად მოსამზადებელ და ამავდროულად გემრიელ ვარიანტებს ვარჩევთ.

დღეს ჩვენ ერთ-ერთ ასეთ რეცეპტს შემოგთავაზებთ. ეს არის ფხვიერი ცომისა და ნაზი ხაჭოს სუფლეს წარმატებული კომბინაცია. ნამცხვარი, რომლის კრემი შედედებული რძით მზადდება, განსაკუთრებით ხელსაყრელია დიასახლისებისთვის, რომელთაც ისედაც ბევრი საქმე აქვთ.

ამის გარეშე ყავის დალევა აღარ მოგინდებათ: ლიმონის ნამცხვარი შედედებული რძით

ინგრედიენტები

  • 70 გ კარაქი
  • 100 გ ფქვილი
  • 50 გ შაქარი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 200 გ შედედებული რძე
  • 60 მლ ლიმონის წვენი
  • 12 გ ლიმონის ცედრა
  • ორი ცალი კვერცხის გული
  • ორი ცალი კვერცხის ცილა
  • 200 გ ხაჭო
  • 2 ს. კ. სახამებელი
  • ვანილი გემოვნებით
  • შაქრის პუდრა გემოვნებით
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1. ფხვიერი ცომის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, კვერცხი, ფქვილი და გამდნარი კარაქი. ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, აუმაღლეთ კიდეები, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთით.

ამის გარეშე ყავის დალევა აღარ მოგინდებათ: ლიმონის ნამცხვარი შედედებული რძით

2. ახლა მოამზადეთ სუფლე. ერთმანეთს შეურიეთ კვერცხის გული, ვანილი, სახამებელი, ხაჭო, ლიმონის წვენი და ცედრა. ასევე შედედებული რძე. დაასხით სუფლე ცომს და გამოაცხეთ კვლავ 20 წუთით.

ამის გარეშე ყავის დალევა აღარ მოგინდებათ: ლიმონის ნამცხვარი შედედებული რძით

3. დაბოლოს მზადდება მერენგა. ათქვიფეთ კვერცხის ცილა მარილთან ერთად, თანდათან დაამატეთ შაქრის პუდრა. მზა ფაფუკი მასა გადაიტანეთ ნამცხვარზე და გამოაცხეთ კვლავ 10 წუთით – ღუმელის ყველაზე ქვედა თაროზე.

ამის გარეშე ყავის დალევა აღარ მოგინდებათ: ლიმონის ნამცხვარი შედედებული რძით

4. სუფლე საკმაოდ ტკბილია, ამიტომ მერენგას მომზადების დროს შაქრის პუდრა ბევრი არ მოგივიდეთ. გააციეთ ნამცხვარი და მიირთვით თბილ ჩაისთან ერთად.

ამის გარეშე ყავის დალევა აღარ მოგინდებათ: ლიმონის ნამცხვარი შედედებული რძით

გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები