ხურმის მურაბა

0
61
#post_seo_title

მოამზადეთ ხურმის მურაბა შენი რეცეპტით

ხურმის მურაბა – ზამთარს გემრიელი რეცეპტით დახვდებით.

არ აქვს მნიშვნელობა ხურმა რბილი იქნება თუ მაგარი, ან გადამწიფებული. იცოდით, რომ ხურმა სიცოცხლეს ახანგრძლივებს? ის ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ებრძვის სხვადასხვა ინფექციას და ონკოლოგიურ დაავადებებს. სასარგებლოა ფიზიკური და ფსიქიკური გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად.

ინგრედიენტები: 300 გ ხურმა, 500 გ შაქარი, ერთი ცალი ლიმონი

მომზადება

1. ხურმა გარეცხეთ და დაჭერით კუბებად. კურკები ამოიღეთ. რბილობს დააყარეთ შაქარი, აურიეთ და დადგით 4 საათით, რათა წვენი გამოუშვას.

ხურმის მურაბა

2. მიღებულ წვენში მოხარშავთ ხილს. დაამატეთ წვენს დარჩენილი შაქარი და ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. დროდადრო ურიეთ, ხარშეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.

3. ლიმონს გააცალეთ კანი, დააქუცმაცეთ ბლენდერში რბილობი, ან უბრალოდ წვრილად დაჭერით. დაამატეთ ხურმას ლიმონი და ხარშეთ 5 წუთის მანძილზე.

4. მასა უნდა იყოს ერთგვაროვანი, კრემისებური. ჩაასხით გასტერილებულ ქილებში.

ხურმის მურაბა

ხურმის მურაბის ნუგბარი ზაფხულის საჩუქარია. იმისთვის, რომ გემოსა და არომატს დაამატოთ რამდენიმე საინტერესო ნოტა, შეგიძლიათ გამოიყენოთ არამხოლოდ ლიმონის ნაყოფი, არამედ იმბირიც ან ცივი სეზონის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ხილი – კომში. მურაბის შენახვა, სჯობს, მაცივარში. მას ძალიან უხდება კაკლეული, განსაკუთრებით კი – ნუში. გასინჯეთ ჩვენი ახალი, ტკბილი რეცეპტი და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!

კითხვის გაგრძელება 

 #drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები