ხორცის მარინადის 5 სხვადასხვა რეცეპტი

0
35
#post_seo_title

ამინდის დათბობასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი გადის ბუნებაში პიკნიკის მოსაწყობად. ასეთ დროს კი მწვადი შეუცვლელი კერძია. იმისათვის რომ ხორცი გამოვიდეს ნაზი და წვნიანი, აუცილებელია მისი დამარინადება სწორად. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ მარინადის მომზადების ხუთ კლასიკურ მეთოდს.

მარინადის რეცეპტები ორი მოზრდილი სტეიკისთვის

  1. ყავის მარინადი

ხორცის შეწვამდე ერთი საათით ადრე შეურიე ერთმანეთს ორი ჩ. კ. ყავის ნალექი, სამი ჩ.კ. პაპრიკა, ერთი ჩ. კ. როზმარინი, ერთი ჩ. კ. შაქარი, ერთი ს. კ. მარილი, ერთი ს. კ. დაჭყლეტილი ნიორი. ამ ნარევში ამოავლე ხორცის ნაჭრები და დადგი გრილ ადგილას ერთი საათით.

  1. ტკბილი მარინადი

შავ ღვინოში ჩაამატე ერთი ჩ. კ. შავი დაფქული წიწაკა, რამდენიმე ცალი მიხაკი, სამი ჩ. კ. დაჭრილი ხახვი, ასი გრამი დაჭრილი შავი ქლიავი. დამარინადების პროცესში ხორცის ნაჭრები პერიოდულად გადააბრუნე.

  1. კეფირის მარინადი

უცხიმო კეფირში ჩაყარე ასი გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილი. მარინადში მოათავსე ხორცი და დატოვე ასე მთელი ღამით. შემდეგ კი ჩაამატე დაჭრილი ანანასი ან კივი და დადგი მაქსიმუმ ორი საათით.

  1. იაპონური მარინადი

შეურიე ერთმანეთს 150 მლ სოიოს სოუსი, ერთი ცალი ლაიმი, ერთი კონა დაჭრილი ქინძი, 50 გ ჯინჯერი, 50 მლ ზეითუნის ზეთი, ნახევარი წიწაკა ჩილი. ჩადე ხორცი ამ ნარევში და დატოვე 2-3 საათით.

  1. ლუდის მარინადი

შეურიე 0,75 ლ ღია ფერის ლუდი, ორი ს. კ. ზეითუნის ზეთი, ორი ჩ. კ. ღვინის ძმარი, დაფნის ფოთოლი, მარცვლოვანი პილპილი, ერთი ჩ. კ. კვლიავი და მარილი. ხორცს ფენა-ფენა მოაყარე დაჭრილი ხახვი და მოასხი მარინადი. დადგი გრილ ადგილას 2-3 საათით.

სცადეთ ამ მარინადებით მწვადის მომზადება და თქვენ ახალ გემოებს აღმოაჩენთ. გემრიელად მიირთვით!

რეცეპტების ეს საინტერესო ნაკრები გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

მასალის გამოყენების პირობები