ხორბალი და ფქვილი შესაძლოა გაძვირდეს

0
55
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

საქართველოში შესაძლოა, ხორბალი და ფქვილი გაძვირდეს

ხორბალი დეფიციტშია და ფქვილი შესაძლოა, გაძვირდეს. ფასები კი მოიმატებს არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე გაძვირდება საექსპორტო პროდუქციაც. იმის გამო, რომ ფქვილი და ხორბალი საქართველოში ძირითადად რუსეთიდან შემოდის, გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანას ამ პროდუქტების იმპორტი გაუძვირდეს.

რუსეთში მაღალი ხარისხის დასაფქვავი ხორბლის გაძვირების რისკი კი წარმოების შემცირების გამო გაჩნდა.

ხორბლის ღირებულებამ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებს უკვე გადააჭარბა. კერძოდ, მესამე კლასის ტონა ხორბალი უკვე 16,1 ათას რუბლი (181 დოლარი), ხოლო მეოთხე კლასის 15,5 ათასი რუბლი (174 დოლარი) ღირს. ეს წლიური თვალსაზრისით პირველის შემთხვევაში 24%-იანი, ხოლო მეორეს შემთხვევაში 48%-იანი ზრდაა.

2025 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 4.698 მლნ დოლარის ღირებულების 19,451 ტონა ხორბალი და მესლინი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის თითქმის 89%-ია. იანვარში ქვეყანამ სულ 5.289 მლნ დოლარის 22,041 ტონა ხორბალი იყიდა.

რაც შეეხება ფქვილს, წელს იანვარში საქართველოში 1.003 მლნ დოლარის ღირებულების 3,603 ტონა პროდუქტი შემოვიდა, აქედან 87% რუსეთიდან. 2025 წლის იანვარში ჩრდილოეთში 871.6 ათასი დოლარის 3,385 ტონა ფქვილი ვიყიდეთ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ